„ბსსა“-ს, „ქუთაისი“-ს, და „თსუ“-ს 3 ქულა ფუტსალის ლიგა 2-ში!

ყველა სიახლე
13 ნოემბერი 2025

„ბსსა“-ს, „ქუთაისი“-ს, და „თსუ“-ს 3 ქულა ფუტსალის ლიგა 2-ში!

11 ნოემბერს არენა 2-ში, ფუტსალის ლიგა 2-ის მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა. აქტივში გამარჯვების ჩაწერა კი „ბათუმელებმა“, „ქუთათურებმა“ და „თესეუელებმა“ მოახერხეს.

დღის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს „ბსსა“ და „რუსთავი“ შეხვდნენ. ანგარიში მეორე წუთზე ბესიკ ბალაძემ გახსნა, მალევე კი გიორგი არევაძემ ტექნიკური დარტყმით ანგარიში გაათაანაბრა.

პირველ ტაიმში „საზღვაო აკადემია“-მ კიდევ 2 ბურთის გატანა და ტაიმის მოგება შეძლო.

მატჩში ვითარება ყველაზე მეტად მაშინ დაიძაბა, როცა მიშიკო კანკიამ 6 მეტრიანი დარტყმა გოლად აქცია და სხვაობა ერთამდე შეამცირა. მომენტები ორივე გუნდს შეექმნა, თუმცა რეალიზება ზვიად შამილაძემ მოახერხა და „შავიზღვისპირელებმა“ 5:3 იმარჯვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მალხაზ შამილაძე დასახელდა!

„ქუთაისი“ VS „FLC03-2” - თამაში სადაც „ქუთათურებმა“ მარტივად დაამარცხეს მეტოქე, ანგარიშით 5:1.

შორეული დარტყმით გახსნა ბაკურ გულუამ პირველივე წუთზე ანგარიში და 2 წუთში უკვე დუბლი გაიფორმა კაპიტანმა!

შესვენებაზე გუნდები 2:0 ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარში ლაშა ჭეიშვილმაც მოახერხა გატანა, ბაკურ გულუამ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

„ქუთაისი“ უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა, „ფალკონიდან“ კი პრესტიჟის გოლი ილარიონ ფიფიამ გაიტანა.

ს.ა. – 5:1.

MVP - ბაკურ გულუა!

ტურის დასკვნითი და ყველაზე დაძაბული დაპირისპირება - „UG 2” VS „თსუ“ !

მატჩი, რომლის ყურებისას მაყურებელს მოწყენის საშუალება არ ჰქონდა, მრავალი სანახაობრივი და დაძაბული მომენტი.

პირველი გოლი შაკო გუგუნავამ გაიტანა მე-16 წუთზე და „იუჯი“ დააწინაურა.

სწორედ ამ ერთადერთი გატანილი გოლით მოიგო გუნდმა ტაიმი.

მეორე პერიოდში „თსუ“ ბევრად მოტივირებული დაბრუნდა პარკეტზე და 2 წუთში ლაშა ხარაიშვილმაც გაიტანა.

29-ე წუთზე „ნომინალური მასპინძლები“ 2 ბურთით იგებდნენ და შეხვედრაში გარკვეულ უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა ბოლო 10 წუთი სრულიად „თესეუელთა“ აღმოჩნდა.

რომან კუხიანიძის, გიორგი თოდუას, ნიკა კუპრავიშვილის ავტოგოლით და ლაშა ხარაიშვილის მეორე გოლით გუნდმა თამაშის შემოტრიალება და 3 ქულის აღება მოახერხა!

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი ლაშა ხარაიშვილი დასახელდა!

ფუტსალის ლიგა 2-ის მომდევნო ტურებსაც თბილისი არენა 2 უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2025