მფკ თბილისი ფუტსალის ლიგის ბრინჯაოს მედალოსანია

ყველა სიახლე
12 ივნისი 2017

მფკ თბილისი ფუტსალის ლიგის ბრინჯაოს მედალოსანია

საქართველოს  ფუტსალის ლიგის    2016-2017 წლების  სეზონის მესამე  ადგილოსანი  მფკ  თბილისი  გახდა.  III ადგილისათვის  გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისმა,   მფკ აგორა  7:4 დაამარცხა  და  ზედიზედ მეორედ დაეუფლა ბრინჯაოს მედლებს.  

ფინალური სერიის  პირველი შეხვედრა  თბილისმა  მოიგო 4:3, მეორე  მატჩში ლიგის  დებიუტანტმა , დამაჯერებელი გამარჯვებით შეძლო სერიაში ანგარიშის გათანაბრება 11:5, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში მეტოქეს ვერაფერი დაუპრისპირა და ტიტულის გარეშე დარჩა.

sbm.ge  გამარჯვებული გუნდის  მთავარ  მწვრთნელს  გაესაუბრა

დიმიტრი მაყიშვილი, მფკ თბილისი: "პირველ რიგში  მინდა  გამოვყო  მეტოქის  ძლიერი თამაში  მთელი სერიის  განმავლობაში და  მადლობა  გადავუხადო კარგი სპარინგ პარტნიორობისთვის. ჩევნ  ბევრად  მობილიზებულები  გამოვედით ამიტომაც დავიცავით ტიტული და  შევინარჩუნეთ მესამე  ადგილი მინდა  მივულოცო ჩემს  გუნდს  და  თითოეულ  მოთამაშეს.“

 

12.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე . III ადგილი (III)

მფკ თბილისი - მფკ აგორა  7:4 (4:1)

გოლები: 02:26’ ღუდუშაური (1:0), 10:49’ ჯანგავაძე (2:0), 13:11’ ალავიძე (2:1), 16:39’ ჯანგავაძე (3:1 6მ), 18:33’ დარჩია (4:1), 25:35’ რეხვიაშვილი (5:1), 34:42’ ნიკვაშვილი (5:2), 35:15’ ალავიძე (5:3), 36:09’ ნიკვაშვილი (5:4), 37:39’ მხითარიანი (6:4), 39:50’ თურმანიძე (7:4)

გაფრთხილება: 13:38’/35:00’ ღუდუშაური (თბ), 16:38’ გოგიშვილი (აგო)

გაძევება: 35:00’ ღუდუშაური (თბ)



  © SBM, 2016-2024