„გრანდ ავლაბარი“ და „ილიაუნი“ ქულათა მაქსიმუმით წინ მიიწევენ!

ყველა სიახლე
10 ნოემბერი 2025

„გრანდ ავლაბარი“ და „ილიაუნი“ ქულათა მაქსიმუმით წინ მიიწევენ!

6 და 8 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალის ლიგა 3-ის ორ-ორი შეხვედრა გაიმართა. „თსუ 2“, „გრანდ ავლაბარი“ და „ილიაუნი“ - გუნდები, რომლებმაც 3 ქულის მოპოვება შეძლეს, „შევარდენი 2012“-მა და „35-ე სკოლა“-მ კი ქულები გაიყვეს.

მე-3 ტურის გახსნით შეხვედრაში „თსუ 2“ „SL ACADEMY”-ს დაუპირისპირდა და კომფორტული უპირატესობით, 7:1 იმარჯვა!

ანგარიში მე-2 წუთზე დავით ბაბუციძემ გახსნა, მე-4 წუთზე კი ილია გეწაძემ გაიტანა გამათანაბრებელი გოლი. ამის შემდეგ, ანგარიში 13 წუთის განმავლობაში აღარ შეცვლილა, თუმცა „უნივერსიტეტელებმა“ მოპოვებული მოედნის უპირატესობა მაინც აქციეს გოლებად. მოწინააღმდეგეს 6 უპასუხო ბურთი გაუტანეს და მარტივი 3 ქულაც ჩაიწერეს აქტივში.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავით ბაბუციძე დასახელდა, რომელმაც დუბლის გაფორმება მოახერხა.

„გრანდ ავლაბარი“ VS „დუშეთი“ - ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა.

არასრული 2 საათის განმავლობაში მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. ანგარიში მე-16 წუთზე იოანე ნუცუბიძემ გახსნა, უმალვე კი გიგა ლაგაზაშვილმა გაათანაბრა.

პირველ ნახევარში გუნდემბა თითო გოლი კიდევ გაცვალეს და შესვენებაზე 2;2 ანგარიშით გავიდნენ.

29-ე წუთისთვის ტაბლოზე კვლავ ფრე იყო, ამჯერად 3:3. შეხვედრის გარდამტეხი უპირატესობა „ავლაბრელებმა“ ბოლო 10 წუთში მოიპოვეს, როცა 2 წუთიან მონაკვეთში ორი გოლის გატანა მოახერხეს.

„დუშელებმა“  ერთი კიდევ გაიტანეს, თუმცა ანგარიში ვეღარ გაათანაბრეს. ს.ა. 5:4.

„ავლაბარი“ ცხრილში პირველ პოზიციაზე, 9 ქულით იმყოფება.

MVP- გიორგი ბაბაიანი!

MVP- გიგა ლაგაზაშვილი!

8 ნოემბრის დღე „შევარდენი 2012“ VS „35-ე სკოლის“ მატჩით დაიწყო, რომელიც ძალზედ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

შეხვედრის პირველი ნახევარი „35-ე სკოლის“ ბიჭებს უკეთესი გამოუვიდათ.

მე-6 წუთზე გიგა სხილაძის და საბა მამაცაშვილის გოლებით 0:2-ს იგებდნენ. მე-10 წუთზე ანგარიში უკვე 2:2 იყო, ისეთივე თანაბარი როგორიც მთლიანად თამაში.

პირველი ტაიმი 3:5 დასრულდა, თუმცა „ნომინალური სტუმრების“ რიგებიდან ნიკოლოზ ბიწაძე იქნა გაძევებული.

მეორე პერიოდში ისევ „35-ე სკოლა“-მ გაიტანა, მაგრამ „ქუთათურებმა“ მაინც მოახერხეს კონცენტრაცია და 40-ე წუთზე ანგარიშში წონასწორობა აღადგინეს - 6:6!

გუნდებმა სათამაშო ვითარება ანგარიშშიც ასახეს და ქულები გაიყვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად კი ამირან ონიანი და საბა მამაცაშვილი დასახელდნენ!

დასკვნით დაპირისპირებაში „ბათუმის სპორტული ცენტრი“ და ილიაუნი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც გამარჯვება „უნივერსიტეტის“ გუნდს დარჩა - 2:6!

ვახტანგ ბაღაშვილმა მე-6 წუთზე გაიტანა და „ბათუმელები“ წინ გაიყვანა.

„ილიაუნმა“ მე-20 წუთზე გაათანაბრა და ტაიმი მაინც არ წააგო.

მეორე ნახევარში გუნდი მეტად მოტივირებული გამოვიდა პარკეტზე, „სპორტულ ცენტრს“ მიჯრით 3 ბურთი გაუტანა და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 2:6.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, „ილიაუნის“ კარის დარაჯმა, ლევან ჭიჭინაძემ გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მოგვიანებით კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, ვახტანგ ბაღაშვილთან ერთად.

„ილიაუნმა“ აქტივში 2/2 გამარჯვება ჩაიწერა.



  © SBM, 2016-2025