ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-18 სეზონი სტარტს 23 ნოემბერს აიღებს!

ყველა სიახლე
08 ნოემბერი 2025

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მე-18 სეზონი სტარტს 23 ნოემბერს აიღებს!

7 ნოემბერს „ოტიუმში“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ახალი, 2025/26 წწ. სეზონის პრეზენტაცია გაიმართა. რიგით მე-18 სეზონი სტარტს სიახლეებითა და დებიუტანტებით 23 ნოემბერს აიღებს.

წლევანდელი გათამაშება მოიცავს გრანდ ლიგას, საკვალიფიკაციო ლიგას, სუპერლიგას, ოქროს ლიგას, ვერცხლის ლიგას და ბრინჯაოს ლიგას. სეზონის დასკვნით ფაზაში გაიმართება მეგობრობის თასის, “SBM” ლიგის თასის და აბსოლიტური ჩემპიონის თასის გათამაშებები.

გრანდ ლიგასა და საკვალიფიკაციო ლიგაში რვა-რვა გუნდი ერთ წრედ იასპარეზებს და პლეი-ოფში ყველა მათგანი კვალიფიცირდება. წელსაც მეგობრობის თასის გათამაშებაში მონაწილეობას თექვსმეტივე გუნდი მიიღებს.

გრანდ ლიგაში იასპარეზებენ: მოქმედი ჩემპიონი McGill, სამგზის გამარჯვებული „არმია“, „ბაქსვუდი“, „ავერსი“, წელს გრანდ ლიგაში ითამაშებენ „ენერგო პრო“ და „ლიბერთი ბანკიც“. ჩემპიონატის დებიუტანტები კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული „ოცდაექსვი“ და „არსენალი“ არიან.

საკვალიფიკაციო ლიგას შემოუერთდნენ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, „მელოს დისპეჩი“, „ევერსტონი“ და „მშრალი პორტი“. მათთან ერთად ლიგაში კვლვა იქნებიან GRC, AMTS და TBC უზბეკეთი (გასული სეზონში მოასპარეზე „სფეისი“). 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რაც შეეხება ძირითად ბადეს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რეიტინგის საუკეთესო თექვსმეტი გუნდი დაგროვილი ქულების მიხედვით A და B ჯგუფად დაიყო, ბრა წილისყრის დროს კი გუნდები კვალიფიცირდნენ ლიგაში, სადაც იასპარეზებენ. სუპერლიგის, ოქროს ლიგის, ვერცხლის ლიგის და ბრინჯაოს ლიგის გუნდები რეგულარულ სეზონში ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფი ორმატჩიანი იქნება, გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვისაც.

წილისყრის შედეგად, სუპერლიგის ჩემპიონობისთვის გასული სეზონის აბსოლუტური ჩემპიონი და ოქროს ლიგის გამარჯვებული „ჯორჯიან მანგანეზი“,კროკობეთი“, „საქართველოს ბანკი“ და „ნიკორა“ იბრძოლებენ. ოქროს ლიგაში სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი „შსს“, ვერცხლის ლიგის თასის მოქმედი მფლობელი „ავერსი“, „ენერგო-პრო“ და „არმია“ იასპარეზებენ. ვერცხლის ლიგაში „NS Studio“, „ბაქსვუდი“, „ფარვანა“ და „რუსთავის აზოტი“ ითამაშებენ. ბრინჯაოს ლიგაში კი „ბაზისბანკი“, „თელასი“, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ და „ბანკი ქართუ“ არიან.  

წელს სიახლეა ძირითადი ბადის ჩემპიონატების რეგულარული სეზონის ფორმატში. წილისყრის შედეგად მიღებული ნუმერაციის მიხედვით, პირველი წრის შემდეგ ოთხივე ლიგის გუნდი ერთმანეთს ეთამაშება შემდეგი პრინციპით: სუპერლიგის პირველი ნომერი დაუპირისპირდება ოქროს ლიგის, ვერცხლის ლიგის და ბრიჯაოს ლიგის მეოთხე ნომრად განთესილ გუნდებს. შესაბამისად დაკომპლექტდებიან მეორე წრის სხვა წყვილებიც - ყველა ლიგის პირველი და მეოთხე ნომრები ერთმანეთს ეთამაშებიან, მეორე ნომრები კი მესამეს. მაგალითად, „GM“ მეორე წრეში დაუპირისპირდება „არმიას“, „რუსთავის აზოტს“ და „ბანკი ქართუს“. მიღებული ქულები და შედეგები კი ითვლება მათ ძირითად ჩემპიონატში.

ძირითადი ბადის გუნდები, რომლებიც ვერ მოხვდებიან ფინალში, ითამაშებენ ლიგის თასზე, ხოლო ფინალისტები მთავარი ტიტულისთვის, აბსოლიტური ჩემპიონობისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პარტნიორებმა ახალი სეზონის პრეზენტაციაზე პრიზები გაათამაშეს და თითოეული გუნდის წარმომადგენელმა განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო.

პარტნიორები: “SBM Store” - “Joma”, ღვინო „მაისელი”,“ავერსი“, „ჯორჯიან მანგანეზი“, „Manuel”.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა სტარტს 23 ნოემბერს აიღებს. შეხვედრების შესახებ დეტალური ინფორმაცია დაიდება ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე: sbm.ge

წარმატებულ და სანახაობრივ მე-18 სეზონს გისურვებთ გუნდებსა და გულშემატკივარს!



  © SBM, 2016-2025