ლიგა 3-ში "გრანდ ავლაბარს" და "დუშეთს" ორ ორი მოგება აქვთ!
ყველა სიახლე
1 და 2 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ლიგა 3-ის 4 თამაში შედგა.
ტურის გახსნითი შეხვედრა - „35-ე სკოლა“ VS „BSC”.
„ბათუმის სპორტულმა ცენტრმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვახტანგ ბაღაშვილის და დავით მამალაძის გოლებით პირველი ტაიმი 1:2 მოიგეს.
„35-ე სკოლისთვის“ პირველი გამოცდილება იყო და ეს შეხვედრა დათმეს ანგარიშით 4:6.
ორივე გუნდმა საკმაო რაოდენობის მომენტები შექმნა. დამარცხებული გუნდიდან დუბლი ლაშა ჟღენტმა შეასრულა, „აჭარისპირელებიდან“ კი დუბლი ვახტანგ ბაღაშვილმა, დავით მამალაძემ და ლუკა ჩარგეიშვილმა გაიფორმეს.
უნივერსიტეტულ დერბიში, სადაც ერთმანეთს „ილიაუნი“ და „ევროპის უნივერსიტეტი“ ხვდებოდნენ, გამარჯვება „ილიაუნს“ დარჩა - 4:1.
პირველი გოლი ტაიმის მიწურულს გავიდა, რომელიც ბექა მამაგულაშვილმა, გუნდის კაპიტამა, გაიტანა.
მეორე ნახევარში „ილიაუნის“ უპირატესობა ლევან ხორბალაძემ გაზარდა, ხოლო 3 წუთში ბაკურ სანიკიძის გაძევებაც ვიხილეთ და „EU” რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.
36-ე წუთისთვის ანგარიში 4:0 და ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.
ს.ა. – 4:1, ილიაუნმა პირველ ჩატარებულ შეხვედრაში სამი ქულის აღება მოახერხა!
MVP- ლუკა სიჭინავა!
„SL ACADEMY” VS „გრანდ ავლაბარი“
გასული სეზონის ჩემპიონი „სასკოლო აკადემია“, ამ სეზონში განსხვავებული შემადგენლობით არის წარმოდგენილი. ჯერ-ჯერობით გუნდმა 2/2 შეხვედრა დათმო.
„ავლაბრელებს“ საკმაოდ მარტივი გასეირნება გამოუვიდათ, პირველი ნახევარი ძალიან მშვიდად 0:4 იმარჯვეს, ხოლო მეორე ნახევარი 1:2 მოიგეს.
„აკადემიიდან“ პრესტიჟის გოლი დემეტრე სვანიძემ, შეხვედრის ბოლო წუთზე გაიტანა.
„ავლაბრიდან“ გამორჩეული გუნდის 10-იანი, ნიკა ქარცივაძე იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
„გრანდ ავლაბარს“ 2/2 მოგება აქვს!
„დუშეთისა“ და „შევარდენი 2012“-ის მატჩით დაიხურა ტური.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეხვედრა შედგა თავისი მრავალი მომენტითა თუ მაღალი ტემპით ორივე გუნდის მხრიდან.
ნიკა მოსიაშვილის, გიორგი არაბულის და გიორგი ლაგაზაშვილის გოლებით „დუშეთმა“ ტაიმი მოიგო.
მეორე ნახევარში მეტად მოტივირებული დაბრუნდა „შევარდენი“ პარკეტზე და ანგარიში 3:2 გახადეს.
ყველაზე გამორჩეული მატჩის ბოლო 10 წუთი გამოდგა. როდესაც ანგარიში 4:3 იყო, ორივე გუნდმა მრავლად მომენტი შექმნა, მეკარეების კარგი თამაშის შედეგად ანგარიში აღარ შეცვლილა და „დუშელებმა“ მეორე გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში.
შეხვედრის საუკეთესოებად კი მეკარეები, ბუბა ხოსიაშვილი და დიმიტრი მეფარიძე დასახელდნენ!
მე-3 ტურის მატჩები 8 და 11 ნოემბერს გაიმართება.

