„ბსსა“-ს პირველი მარცხი და „თსუ“-ს პირველი ადგილი!
ყველა სიახლე
1 და 2 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის, მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა.
მიმოვიხილოთ სამივე შეხვედრა, გატანილი გოლები, შეხვედრების საუკეთესო მოთამაშეები და შედეგები...
მაშ ასე, ტურის გახსნით მატჩში ერთმანეთს „რუსთავი“ და „FLC03-2” დაუპირისპირდნენ.
მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ორივე ტაიმი ინტერვალური უპირატესობებით მიმდინარეობა, თუმცა პირველ ნახევარში მიუხედავად ბევრი მომენტისა, მაყურებელს გოლი არ უნახავს.
მეორე 20 წუთის ათვლიდან 5 წუთი იყო გასული, როცა დავით ქერდიკაშვილმა „რუსთაველები“ დააწინაურა.
გოლის გაშვებიდან კი უმალვე გაათანაბრა ანგარიში ილარიონ ფიფიამ 1:1.
თამაშის ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა და გადამწყვეტი გოლი ალექსანდრე ტურიაშვილის აღმოჩნდა, რომელმაც 38-ე წუთზე გაიყვანა კიდევ ერთხელ საკუთარი გუნდი წინ.
ს.ა. 2:1.
MVP- გიორგი ნადირაძე! (მეკარე)
MVP- ილარიონ ფიფია! (უნივერსალი)
ტურის მეორე დაპირისპირება „UG 2”-ს და „ქუთაისს“ შორის შედგა.
„ქუთათურთა“ კაპიტანმა, ბაკურ გულუამ სეზონში მეორე გოლი გაიტანა და გუნდი დააწინაურა. სწორედ ამ გოლით მოიგო „ქუთაისმა“ ტაიმი.
მეორე პერიოდში მეტად აქტიური „UG” ვნახეთ. 24-ე წუთზე თენგიზ პატარაიამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 30-ე წუთზე ლევან იახტნიშვილმა წინ გაიყვანა გუნდი.
მალევე ვნახეთ გულუას გადაცემის შემდგომ გიგლა ფურცხვანიძეს გოლი - 2:2.
ბოლო 10 წუთში ორივე გუნდი თამაშში იყო დარჩენილი, მაგრამ გადამწყვეტი უპირატესობა მაინც „უნივერსიტეტელებმა“ მოიპოვეს. პატარაიას და იახტნიშვილის დუბლით საბოლოო ანგარიში 4:2 დაფიქსირდა.
MVP- ლევან იახტნიშვილი!
MVP- ბაკურ გულუა!
დასკვნით და ამასთან ერთად ცენტრალურ შეხვედრაში „თსუ“-მ „ბსსა“ დიდი სხვაობით დაამარცხა და ცხრილში პირველ პოზიციაზეც გადაინაცვლა.
მატჩის სტარტი „ბათუმელებისთვის“ შესანიშნავი გამოდგა, მე-3 წუთისთვის გუნდი უკვე 0:2-ს იგებდა.
პირველ ნახევარში მეტად ბრძოლისუნარიანი თამაში მიმდინარეობდა. მე-11 წუთისთვის ანგარიში 3:3 იყო, თუმცა ამის შემდეგ „თესეუელებმა“ 8 უპასუხო გოლის გატანა შეძლეს მოწინააღმდეგის კარში!
პირველი ნახევარი - 6:3.
მეორე ნახევარი - 5:0.
ლაშა ხარაიშვილის, ვახტანგ დადიანის და რომან კუხიანიძის დუბლიც ვიხილეთ.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი რომან კუხიანიძე იქნა დასახელებული!
მე-4 ტურის სამივე შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართება, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში.

