ფუტსალის ლიგა 3-ის ახალი სეზონი დაიწყო!
ყველა სიახლე 
    				 ლიგა 2-თან ერთად სტარტი ლიგა 3-მაც აიღო. თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ 26 ოქტომბერს 4 დაპირისპირებას უმასპინძლა.
სეზონი დაიწყო ახალი გუნდებით, ახალი სახეებითა და ახალი მიზნებით.
2025/26 წლის სეზონის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „ბათუმის სპორტული ცენტრი“ და „დუშეთი“ დაუპირისპირდნენ, სადაც მაყურებელმა 13 გატანილი გოლი იხილა!
მატჩი „დუშელების“ უპირატესობით დაიწყო, გუნდმა ზედიზედ 3 ბურთი გაიტანა და პირველი ნახევარი დამაჯერებლად მოიგო.
არც მეორე ტაიმში შეცვლილა სცენარი, 24-ე წუთისთვის „დუშეთი“ 0:5-ს იგებდა.
გატანილ 5-ს გუნდმა კიდე 4 ბურთი დაუმატა, გიორგი ლაგაზაშვილმა ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო, გიორგი არაბულმა, ლუკა ნიკოლეიშვილმა, და ვახო ჭიკაძემ კი დუბლი გაიფორმეს.
„ბათუმმაც“ შექმნა საკუთარი მომენტები და 4 გოლის გატანაც მოახერხეს, თუმცა შეხვედრის გადასარჩენად საკმარისი ვერ აღმოჩნდა. ს.ა. – 4:9.
MVP - გიორგი ლაგაზაშვილი!
შემდეგი დაპირისპირება შედგა „შევარდენი 2012“-სა და „SL ACAMDEMY”-ს შორის, რომელიც ასევე უხვგოლიანი გამოდგა.
„ქუთაისელებს“ ისეთი სტარტი გამოუვიდათ რომ მე-10 წუთისთვის უკვე 7:0-ს იგებდნენ!
„შევარდენი“ შექმნილი მომენტებიდან მაქსიმუმის მიღებას ცდილობა, აქტიური ტაიმი, ორმხრივი შეტევები და გუნდები შესვენებაზე 7:2 ანგარიშზე გავიდნენ.
„შევარდენმა“ „სასკოლო აკადემიას“ მეორე ტაიმიც მოუგო, ამჯერად ერთ ბურთიანი უპირატესობით.
გიორგი გიორგაძის, გიორგი ხიდეშელის და ალექსანდრე კაბოსნიძის დუბლი ვიხილეთ გამარჯვებული მეტოქის რიგედბიდან.
ს.ა. – 10:4.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად გიორგი ხიდეშელი და დემეტრე სვანიძე დასახელდნენ!
ტურის ბოლო შეხვედრაში „გრანდ ავლაბარი“ და „თსუ 2“ დაუპირისპირდნენ.
თამაში „ავლაბრელთა“ აშკარა უპირატესობით დაიწყო და წარიმართა. შექმნილმა მომენტებმა შედეგი მე-8 წუთზე გამოიღო, როდესაც საბა ბედიანაშვილმა აიღო საბა კვაჭაძის კარი. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა როგორც წნეხი, ისე ანგარიში და პირველი ნახევარი 3:0 ანგარიშით იმარჯვა „ავლაბარმა“.
მეორე ნახევარში „უნივერსიტეტელთა“ რიგები შედარებით გამოფხიზლდა, მოწინააღმდეგის კართან მომენტებიც შეიქმნა და 34-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, დავით ბერიამ 1 ბურთი გაქვითა.
მატჩის ბოლო წუთზე გეგი კოკაიას გატანილი გოლით ანგარიში 3:2 გახდა, თუმცა გასათანაბრებლად წასულ „თესეუელებს“ მეოთხე ბურთი საკუთარ კარში დახვდათ კონტრშეტევიდან.
ს.ა. – 4:2.
MVP - დავით წერეთელი (გრანდ ავლაბარი)!
MVP - დავით ბერია (თსუ 2)!
ფუტსალის ლიგა 3-ის მეორე ტურის შეხვედრები 1-2 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, სადაც საკუთარ ძალებს უკვე „ილიაუნიც“ გამოცდის.
	



