„ბსსა“ ორიდან ორი გამარჯვებით ცხრილში პირველ ადგილზეა!

ყველა სიახლე
28 ოქტომბერი 2025

„ბსსა“ ორიდან ორი გამარჯვებით ცხრილში პირველ ადგილზეა!

23 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის  ორი შეხვედრა გაიმართა. 26 ოქტომბერს კი მეორე ტური დაიხურა.

გახსნით მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ „ქუთაისი“ და „რუსთავი“ წარსდგნენ, შეხვედრა „ქუთათურთა“ გამარჯვებით 4:1 დასრულდა. „რუსთაველებმა“ დამაჯერებელი სტარტის შემდგომ მეორე შეხვედრის მოგება ვეღარ მოახერხეს.

შეხვედრაში ანგარიში ირაკლი გვეტაძემ გახსნა, რასაც მალევე გიორგი ხუნდაძის გოლი მოჰყვა და „ქუთაისმა“ ტაიმის მოგება მშრალად მოახერხა.

მეორე ნახევარში საკუთარი გუნდის უპირატესობა დავით კიკალიშვილმა გაზარდა, 37-ე წუთზე კი დუბლის გაფორმება და თამაშისთვის წერტილის დასმა შეძლო.

39-ე წუთზე „პრესტიჟის“ გოლი „რუსთავის“ კაპიტანმა ალექსანდრე ტურიაშვილმა გაიტანა.

„ნომინალური მასპინძლები“ ფლობდნენ მთელი თამაშის განმავლობაში მეტოქეზე უპირატესობას და აქტივში პირველი სამი ქულის ჩაწერაც მოახერხეს.

მეორე შეხვედრაში ერთმანეთს „FLC03-2” და „თსუ“ დაუპირისპირდნენ, სადაც „უნივერსიტეტელებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

პირველი გოლი ვახტანგ დადიანმა გაიტანა მე-4 წუთზე, მასთან ერთად მოწინაღმდეგის კარის აღება გიორგი თოდუამ, დავით ბაბუციძემ და ლაშა ხარაიშვილმა შეძლეს. ტაიმის მიწურულს დადიანმა დუბლი გაიფორმა და „თსუ“ 5 ბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა შესვენებაზე.

მეორე ნახევარმა შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ვიხილეთ კიდევ ერთი დუბლი რომელიც გიორგი თოდუამ ჩაიწერა აქტივში. საბოლოოდ „თესეულებმა“ მარტივად და კომფორტული უპირატესობით 0:6 იმარჯვეს და მსგავსად „ქუთაისის“ მათაც მოახერხეს პირველი სამი ქულის აღება.

MVP - გიორგი თოდუა!

უხვგოლიანი გამოდგა ტურის დასკვნითი თამაში, სადაც ერთმანეთს „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ და „UG2” უპირისპირდებოდნენ.

ორივე გუნდმა პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ამჯერად „ბათუმელები“ მეტად დამაჯერებელნი იყვნენ.

პირველი ნახევარი სპარტაკ ლომიძის დუბლით მოიგეს, რომელიც შემდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. მეორე ტაიმში „ბსსა“-მ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, როგორც სათამაშო ასპექტში, ისე ანგარიშში.

მიჯრით გატანილი 4 გოლი და 32-ე წუთისთვის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. სპარტაკ ლომიძესთან ერთად დუბლის შესრულება ზვიად შამილაძემაც შეძლო. შეხვედრის ბოლო წუთებში, ზურაბ შამილაზესთან შეხების შემდგომ გავიდა ერთი გოლი „აკადემიელთა“ კარში, ხოლო ბოლო წუთზე სანდრო ქავთარაძემ გაიტანა. ს.ა. – 6:2.

MVP - სპარტაკ ლომიძე!

ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრები 1-2 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2025