ფუტსალის ლიგა 2-ის 2025/26 წლების სეზონმა სტარტი აიღო!
ყველა სიახლე
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 19 ოქტომბერს ფუტსალის ლიგა 2-ის ახალი სეზონი დაიწყო. ჩატარდა სამი შეხვედრა, სადაც გულშემატკივრებს გუნდებმა დინამიური და სანახაობრივი მატჩები შესთავაზეს.
პირველი დაპირისპირება „UG 2”-სა და „FLC 03-2”-ს შორის შედგა, სადაც „უნივერსიტეტელებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. როგორც სეზონის, ისე ამ თამაშის პირველი გოლი ნოდარ მწითურმა გაიტანა მესამე წუთზე. „ნომინალური მასპინძლები“ მთელი ტაიმი ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას რის შედეგადაც ნიკა კუპრავიშვილმა და გიორგი ხუციძემაც მოახერხეს გატანა და შესვენებაზე 3:0 ანგარიშით გავედით.
მეორე ტაიმის სტარტზე საბა დავითულიანმა გაიტანა, თენგიზ პატარაიამ კი საბოლოო წერტილი დაუსვა ამ შეხვედრას. „FLC 03”-დან პრესტიჟის გოლი გიორგი ბიბილეიშვილს ეკუთვნის. ს.ა. – 5:1.
მატჩში 6 ყვითელი ბარათი ვიხილეთ, საუკეთესო მოთამაშეებად კი საბა დავითულიანი და თორნიკე ზოიძე დასახელდნენ.
ტურის მეორე შეხვედრაში აჭარულ-იმერული პაექრობა გვქონდა - „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ VS „ქუთაისი“.
საწყის წუთებში ორივე გუნდს შეექმნა საკუთარი მომენტი გოლის გატანის, თუმცა შეხვედრაში „ბათუმელები“ დაწინაურდნენ. მე-13 წუთზე ბექა ლორიას მიერ გატანილ გოლს, 19-ე წუთზე გიორგი ლორიას გოლი მოჰყვა. ტაიმის ბოლო წუთზე კი 10-მეტრიანი დარტყმიდან ირაკლი გვეტაძემ შეამცირა ანგარიში -2:1.
მსგავსად პირველი ტაიმისა, მეორე ნახევარშიც არ გვაკლდა არცერთი გუნდისგან შექმნილი მომენტი. 28-ე წუთზე ბექა ლორიამ მოახერხა მეორე გოლის გატანა. დაახლოვებით ორ წუთიან მონაკვეთში კი ბაკურ გულუას და ირაკლი გვეტაძის გოლებით ათანაბრებს „ქუთაისი“.
დარჩენილ დროში გარდამტეხი უპირატესობა მაინც „აკადემიელებმა“ მოიპოვეს და ზედიზედ 3 გოლის გატანა მოახერხეს, ამ ყველაფერს კი ბაკურ გულუას წითელი ბარათიც დაემატა. ს.ა. – 6:3.
„აჭარელთა“ მხრიდან მატჩის საუკეთესოდ ბექა ლორია, ჰეთრიქის ავტორი დასახელდა, ხოლო „ქუთათურთაგან“ დუბლი ირაკლი გვეტაძემ გაიფორმა და საუკეთესოც სწორედ ის გახდა!
რაც შეეხება დასკვნით შეხვედრას, რომელიც „თსუ“-სა და „რუსთავს“ შორის გაიმართა, ყველაზე დაძაბული, უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა!
მაყურებელმა 11 გატანილი გოლი იხილა. შეხვედრა გარდამტეხი უპირატესობით მიმდინარეობა არასრული 2 საათის განმავლობაში.
ანგარიში მეორე წუთზე, შორეული დარტყმით ლაშა ერქომაიშვილმა გახსნა, გაშვებული სწრაფი გოლის მიუხედავად, „რუსთაველებმა“ მიჯრით 4 ბურთის გატანა მოახერხეს და ტაიმი 1:4 მოიგეს!
მეორე ნახევრის სტარტი ანგარიშიდან გამომდინარე, „უნივერსიტეტის“ გუნდს უკეთესი ჰქონდა. 30-ე წუთისთვის ლაშა ხარაიშვილის და გიორგი თოდუას გოლებით სხვაობა 1-მდე შემცირდა. შემდეგ გაიცვალა ალექსანდრე გოგოლაძის და რომან კუხიანიძის ორ-ორი გოლი, თუმცა შეხვედრის მთავარი შემოქმედი „რუსთაველთა“ მეკარე, გიორგი ნადირაძე აღმოჩნდა. კარის დარაჯმა არაერთი რთული ბურთი მოიგერია, ამას დაემატა აღებული 10-მეტრიანი დარტყმაც, რომლითაც გიორგი თოდუას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო.
შეხვედრის საბოლოო ანგარიშად 5:6 დაფიქსირდა!
ვიხილეთ რომან კუხიანიძის დუბლს პლიუს საგოლე გადაცემა, მიხეილ მალაციძის დუბლს პლიუს საგოლე გადაცემა, ალექსანდრე გოგოლაძის დუბლს პლიუს საგოლე გადაცემა, 7 ყვითელი ბარათი და რაღათქმაუნდა გიორგი ნადირაძის მრავალი სეივი!
MVP - რომან კუხიანიძე (თსუ)!
MVP - გიორგი ნადირაძე (რუსთავი)!
23 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, მეორე ტურის ორ შეხვედრას უმასპინძლებს.
„ქუთაისი“ VS „რუსთავი“
„FLC 03-2” VS „თსუ“
რაც შეეხება მესამე შეხვედრას, „ბსსა“-ს და „UG 2”-ის მატჩი 26 ოქტომბერს გაიმართება.