GM "ევრო ბიზნეს თასი 2025"-ის 1/8 ფინალში ცხრილში პირველი ადგილით გავიდა!
ყველა სიახლე
ევრო ბიზნეს ქაფი 2025 „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ წარმატებულად დაიწყო. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული სამი შეხვედრიდან, სამივეში გამარჯვების მოპოვება მოახერხა და ცხრილში პირველი ადგილი ქულათა მაქსიმუმით დაიკავა.
ჯგუფის პირველი შეხვედრა „ჯორჯიან მანგანეზმა“ „NIKE”-ს წინააღმდეგ გამართა და 0-6 გამარჯვების მოპოვებაც მოახერხა. თავის გამოჩენა დუბლით შეძლო ბექა ტუღუშმა, მასთან ერთად კი საკუთარი გოლები გიორგი კუხიანიძემ, ლევან კუჭაშვილმა და ზურაბ შერგელაშვილმაც გაიტანეს.
მეორე დაპირისპირებაში ქართველების მეტოქე რუმინული „Prision Team” იყო, სადაც 2:5 ვიმარჯვეთ. ამ შემთხვევაში დუბლის გაფორმება ლევან კინწურაშვილმა მოახერხა, თითო გოლი კი ბექა ტუღუშმა, ბესარიონ ფერაძემ და გიორგი კუხიანიძემ გაიტანეს.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში კი თურქულ „TGS”-ს 5 ბურთიანი ჰანდიკაპით მოვუგეთ!
ბექა ტუღუშის და ბესარიონ ფერაძის დუბლს, გიორგი კუხიანიძემაც შემატა ერთი გოლი - 0:5.
ოქროს ლიგის ჩემპიონი საერთო, 34 გუნდიან ცხრილში პირველ პოზიციას იკავებს!
რაც შეეხება „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სამწუხაროდ „ძალოვნებს“ 16 გუნდში მოსახვედრად ცოტა დააკლდათ.
სუპერლიგის ჩემპიონი სერბულ „Schaeffler”-თან 3:0 დამარცხდა, რუმინულმა „Damen Galati”-მ კი 6:3 სძლია. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, „შსს“-მ 1:2 იმარჯვა, გიორგი ფურცელაძის და გიორგი ყაზარაშვილის გოლებით.
„ჯორჯიან მანგანეზი“ საუკეთესო 15 გუნდთან ერთად გააგრძელებს ასპარეზობას. მისი მეტოქე 1/8 ფინალში რუმინული Catena Racin Team იქნება.
1/8 ფინალური შეხვედრა დღეს, 17 ოქტომბერს, 23:00 საათზე გაიმართება.
პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას EMF Minifootball-ის იუთუბ არხზე შეძლებთ.