EURO BUSINESS CUP 2025-ზე საქართველოს წარმომადგენლების მეტოქეები ცნობილია!

ყველა სიახლე
16 ოქტომბერი 2025

EURO BUSINESS CUP 2025-ზე საქართველოს წარმომადგენლების მეტოქეები ცნობილია!

როგორც იცით, „შინაგან საქმეთა სამინისტრო“ და „ჯორჯიან მანგანეზი“ თურქეთის ქალაქ ანტალიაში, EURO BUSINESS CUP 2025-ზე იღებენ მონაწილეობას. ტურნირის წილისყრა Starlight Resort-ში 15 ოქტომბერს გაიმართა, რის შედეგადაც ქართველების მეტოქეებიც გამოვლინდა.

მაშ ასე, „ჯორჯიან მანგანეზს“ ჯგუფურ ეტაპზე პაექრობას სლოვაკური „NIKE”-ის, რუმინული „PRISON TEAM”-ის, და თურქული „TGS”-ის წინააღმდეგ მოუწევს!

პირველი შეხვედრა დღეს, 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე გაიმართება - „NIKE” VS „GM” Pitch 2.

მეორე დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე შედგება - „PRISON TEAM” VS „GM” Pitch 3.

ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას კი ხვალ, 17 ოქტომბერს, 10:00 საათზე ვიხილავთ - „TGS” VS „GM” Pitch 2.

რაც შეეხება „შინაგან საქმეთა სამინისტრო“-ს, გუნდს ჯგუფურ ციკლში შემდეგი მეტოქეები ჰყავს: სლოვაკური „SCHAEFFLER”, რუმინული „DAMEN GA”, და თურქული „METEKSAN”.

„შსს“ სტარტს თბილისის დროით 15:00 საათზე აიღებს, „SCHAEFFLER” VS “MIA” Pitch 2.

მომდევნო შეხვედრა - „DAMEN GA.” VS “MIA” 22:00 საათზე გაიმართება, Pitch 1.

მესამე თამაშს კი 17 ოქტომბერს ჩაატარებს გუნდი - „METESKAN” VS “MIA”, 10:00 საათი, Pitch 3.

ტურნირის სტრუქტურული მიმოხილვა კი შემდეგნაირია - თითოეული გუნდი თამაშობს ერთ თამაშს წილისყრის შედეგად განსაზღვრულ ჯგუფურ მეტოქეებთან. შემდეგ კი 34-ვე  გუნდი ერთ გაერთიანებულ ლიგის ცხრილში განთავსდება და საუკეთესო 16 განაგრძობს ჩემპიონატში ასპარეზობას.

რეიტინგის წესები კი ასე გამოიყურება:

1. ქულების ჯამური რაოდენობა - მოგება = 3 ქულა, ფრე = 1 ქულა, წაგება = 0 ქულა.

2. ბურთების სხვაობა.

3. გატანილი გოლები.

4. პირისპირ მატჩების ანგარიში ( თუ ორი გუნდი თამაშობდა ერთმანეთის პირისპირ).

5. დისციპლინური ანგარიში ( ყველაზე ნაკლები ყვითელი/წითელი ბარათი).

6. EMF კოეფიციენტი.

7. შემთხვევითი წილიწყრა იმ შემთხვევაში თუ კვლავ სრული თანაფარდობა იქნება.

საუკეთესო 16 გუნდი კი მერვედფინალში იბრძოლებს!

პირდაპირი ტრანსლაციისთვის თვალის მიდევნებას EMF Minifootbal-ის იუთუბ არხზე შეძლებთ.

სხვადასხვა სიახლეების ნახვა კი European Minifootball Federation-ის ვებგვერდებზე შეგიძლიათ.

SBM-ის სახელით ქულათა მაქსიმუმის დაგროვებას ვუსურვებთ ჩვენებურებს!



  © SBM, 2016-2025