ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის და ოქროს ლიგის ჩემპიონები EURO BUSINESS CUP 2025-ზე იასპარეზებენ!

ყველა სიახლე
13 ოქტომბერი 2025

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის და ოქროს ლიგის ჩემპიონები EURO BUSINESS CUP 2025-ზე იასპარეზებენ!

„შინაგან საქმეთა სამინისტრო“ და „ჯორჯიან მანგანეზი“, გასული სეზონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტური ჩემპიონატის ფინალისტები -  საქართველოს სახელს ''ევრო ბიზნეს თასი 2025''-ზე წარადგენენ.

ღონისძიება თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გაიმართება, სადაც 14 ქვეყნის 34 ორგანიზაციის კორპორატიული გუნდი მიიღებს მონაწილეობას.  

ქართველები, საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაციის მიწვევითა და სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით მიიღებენ ჩემპიონატში მონაწილეობას.

ღონისძიების გახსნითი ცერემონია და წილისყრა 15 ოქტომბერს Starlight Resort-ში გაიმართება, სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება ქართული გუნდების ჯგუფური ეტაპის ბადე და მეტოქეები.

16 და 17 ოქტომბერს ჯგუფური შეხვედრები  და მერვედფინალური ეტაპი გაიმართება, ხოლო 18 ოქტომბერს მაყურებელი მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ მატჩებთან ერთად, ფინალურ კულმინაციასაც იხილავს!

შეგახსენებთ იმასაც, რომ, „შსს“ და „GM” გასული სეზონის, სუპერლიგის („შსს“) და ოქროს ლიგის („GM”) გამარჯვებულები არიან.

აღსანიშნავია, რომ შსს-სთვის "ევრო ბიზნეს თასი" უცხო არ არის, გუნდმა 2023 წელს საქართველო ღირსეულად წარადგინა და მეოთხედფინალურ ეტაპზე ითამაშა. ჯორჯიან მანგანეზისთვის კი წელს სადებიუტო გამოსვლა იქნება.

წარმატებებს და გამარჯვებებს  ვუსურვებთ ორივე ქართულ გუნდს EURO BUSINESS CUP 2025-ზე!



  © SBM, 2016-2025