ტარიელ ხეჩიკაშვილი: მსგავსი რამ იშვიათად მინახავს, ეს იყო ფინალი რომელიც დაამშვენებდა ყველა ევროპული დონის ჩემპიონატს.
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის გადამწყვეტ შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. მინისტრმა გუნდები მედლებით დააჯილდოვა, ხოლო გამარჯვებულს ლიგის მთავარი ტიტული, თასი გადასცა.
ტარიელ ხეჩიკაშვილმა sbm.ge-სთან კომენტარი გააკეთა.
ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა მინისტრი: „საუცხოო ფინალის მომსწრე გავხდით,რომელიც ემოციებით სავსე გახლდათ, სათამაშო დონე იყო ძალიან მაღალი და რაც მთავარია რის გამოც გვიყვარს ფეხბურთი ეს არის ლამაზი სანახაობა, გულშემატკივრის ემოციები.
მსგავსი რამ იშვიათად მინახავს ეს იყო ფინალი,რომელიც დაამშვენებდა ყველა ევროპული დონის ჩემპიონატს. ესეთი ფინალები იქნება სწორედ საწინდარი იმისა, რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე კიდევ უფრო ამაღლდეს, უფრო ძლიერი ნაკრები გვყავდეს და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ჩემპიონატშიც ასეთივე გულშემატკივარი იქნება და არაერთი მაყურებელი მოვა ,არამედ ნამდვილად ფუტსალი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა საქართელოში.
მინდა წარმატება ვუსურვო ფინალისტებს მე დარწმუნებული ვარ, რომ ტატიშვილის გუნდი შემდეგ სეზონშიც ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, მაგრამ გამარჯვებულებს რა თქმა უნდა განსაკუთრებით მინდა მივულოცო შეძლეს შეუძლებელი და ძალიან რთული მატჩი შემოაბრუნეს, მინდა მათ მივულოცო წარმატება.“