საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებულმა "თელასმა" გრანდ ლიგის ჩემპიონი "McGill" დაამარცხა და მეგობრობის თასს დაეუფლა!

ყველა სიახლე
07 ივლისი 2025

საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებულმა

მეგობრობის თასის 2024/25 წწ. სეზონის გათამაშების ფინალში ერთამნეთს საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებული „თელასი“ და „გრანდ ლიგის“ ჩემპიონი „McGill” დაუპირისპირდნენ.

„ენერგეტიკოსებმა“ გამოცდილი მეტოქე 4-1 დაამარცხეს და მეორე ტიტულსაც დაეუფლნენ.

პირველივე წუთზე „თელასი“ წინ ლუკა გოგუაძის გოლით გავიდა. ილია თოლორდავამ სხვაობა ორამდე გაზარდა, რასაც მალევე უპასუხა კახა გოგოხიამ (2-1). ლევან გაბუჩიამ არა ერთი სახიფათო დარტყმის მოგერიება შეძლო, რის შედეგადაც „იურისტებმა“ ანგარიშის შემოტრიალება ვერ შეძლეს. მეორე ტაიმში ლუკა გოგუაძემ დუბლი გაიფორმა, ლუკა სუხიაშვილმა კი ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „თელასის“ რიგებიდან საუკეთესო მოთამაშედ მეკარე ლევან გაბუჩია დასახელდა, „McGill“-ის მხრიდან კი გიორგი მშვიდობაძე გამოირჩა. მეგობრობის თასის ბომბარდირი 9 გოლით ლუკა გოგუაძე (თელასი) გახდა.

შეგახსენებთ, რომ მეგობრობის თასის წლევანდელ გათამაშებაში საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის ყველა გუნდი იღებდა მონაწილეობას.



  © SBM, 2016-2025