SBM League თასის გამარჯვებული "ნიკორა" გახდა!
ყველა სიახლე
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გამარჯვებული „ნიკორა“ გახდა, რომელმაც ფინალში „ენერგო-პრო“ 4-2 დაამარცხა.
დასკვნითი დაპირისპირების პირველი ნახევარი შედარებით დაძაბული გამოდგა. თავისი შანსის გამოყენება „ნიკორამ“ შეძლო და ტაიმი მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო. მეორე ნახევარში უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და ზედიზედ მიღებულ ორ გოლს „ენერგეტიკოსებმა“ მხოლოდ 26-ე წუთზე უპასუხეს. დარჩენილ დროში გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს და საბოლოოდ თასი „ნიკორას“ დარჩა.
ფინალში დუბლის გაფორმება ნიკა ჯოლოხავამ („ნიკორა“) და ლაშა ნინიკაშვილმა („ენერგო-პრო“) შეძლეს - ფინალის საუკეთესო მოთამაშეებადაც სწორედ ისინი დასახელდნენ.
დაჯილდოების ცერემონიაზე კუთვნილი პრიზი გადაეცა ლუკა ქარაიას („ბაქსვუდი“), რომელიც ოთხი გოლით SBMLeague-ს თასის ბომბარდირი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშება პირველად ჩატარდა და მასზე ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს და სუპერლიგის III და IV ადგილოსანი გუნდები ასპარეზობდნენ.