საკვალიფიკაციო ლიგა "თელასის" ჩემპიონობით დასრულდა!
ყველა სიახლესაკვალიფიკაციო ლიგის 2024/25 წწ. სეზონის ჩემპიონი „თელასი“ გახდა. „ენერგეტიკოსებმა“ „ჯი არ სი“ ფინალურ შეხვედრაში 4-1 დაამარცხეს.
„თელასი“ პირველივე წუთებიდან აკონტროლებდა მატჩის მიმდინარეობას და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდა, საბოლოოდ ანაგრიშის გახსნა მეექვსე წუთზე შეძლო. პირველ ტაიმში „თელასმა“ მეტოქეს 2-0 სძლია. მეორე ნახევარში კი სხვაობა ოთხამდე გაზარდა. თამაშის მიწურულს „ჯი არ სიმ“ პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 4-1 დაფიქსირდა.
ფინალურ მატჩში ლუკა გოგუაძე გოლით და ორი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.
საკვალიფიკაციო ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი „e-team” გახდა. „ბუკმეიკერებმა“ „სფეისი“ იმავე ანგარიშით 4-1 დაამარცხეს. „e-team” წინ ირაკლი ხარებავას გოლით გავიდა. გიგი პატარაიამ დუბლი შეასრულა. ნიკა კუსიანმა კი სხვაობა ოთხბურთიანი გახადა. ბექა უგრეხელიძემ მეორე ტაიმში ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, მაგრამ „სფეისმა“ ანგარიში ვერ შემოატრიალა და სეზონი მედლების გარეშე დაასრულა.
საფინალო შეხვედრების შემდეგ თბილისი არენაზე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ:
საუკეთესო მეკარე - ლევან გაბუჩია „თელასი“
საუკეთესო მცველი - გიორგი სოზაშვილი „თელასი“
საუკეთესო უნივერსალი - გიორგი ენუქიძე „GRC”
საუკეთესო ასისტენტი - ამირან ცხომარია „თელასი“ (6)
საუკეთესო თავდამსხმელი - გიორგი გელენიძე „GRC”
საუკეთესო ბომბარდირი და სეზონის საუკეთესო მოთამაშე - ლუკა გოგუაძე „თელასი“ (10)
საკვალიფიკაციო ლიგის სეზონი ამით დასრულებულია - ახალი ჩემპიონი „თელასია“.