აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის "შსს" და "GM" იბრძოლებენ!
ყველა სიახლე
15 ივნისისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეგობრობის თასის დარჩენილი 1/8 ფინალური და აბსოლუტური ჩემპიონის თასის გათამაშების ½ ფინალური მატჩები გაიმართა.
სეზონის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოსაპოვებლად სუპერლიგის ჩემპიონი „შსს“ და ოქროს ლიგის გამარჯვებული „ჯორჯიან მანგანეზი“ იბრძოლებენ.
„შსს“-მ ½ ფინალში „ავერსი“ 5-2 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ნახევარი დაძაბული გამოდგა. თორნიკე ბახტაძის გოლს „ძალოვნების“ რიგებიდან დათო დარჩიამ და გიორგი ყაზარაშვილმა უპასუხეს. მალევე პაატა ლეჟავამ წონასწორობა აღადგინა და გუნდები შესვენებაზე 2-2 ანგარიშით გავიდნენ. რაც შეეხება მეორე ტაიმს, სრულად „შსს“-ს უპირატესობით წარიმართა და „ავერსის“ კარში სამი გოლი ვიხილეთ, მათ შორის, ორი კვლავ ყაზარაშვილის და ერთი ავტოგოლი.
ბოლომდე დრამატული იყო „ჯორჯიან მანგანეზისა“ და „არმიას“ დაპირისპირება. „GM” მეტოქესთან შედარებით მეტ რეალურ მომენტს, ქმნიდა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შეძლეს და ძირითადი დრო 0-0 დასრულდა. გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც ოთარ მაჭავარიანმა 3-3 ზუსტად შესრულებული დარტყმის შემდეგ ერთის მოგერიება შეძლო, ლევან კუჭაშვილმა კი გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და „GM” 4-3 ანგარიშით ფინალში გავიდა.
მეგობრობის თასის გათამაშებაში ¼ ფინალის დარჩენილი ადგილები „ქართუმ“ და „SIS“-მა დაიკავეს.
„ბანკირებმა“ „AMTS” ძირითად დროში ვერ დაამარცხეს. მესამე წუთზე „AMTS” წინ გაიჭრა. უჩა მამულაშვილის დუბლით „ქართუმ“ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი გუნდი დააწინაურა. მე-18 წუთზე აკაკი ჩხიკვაძემ ტაბლოზე 2-2 დააფიქსირა. მომდევნო ეტაპზე გამსვლელი პენალტებში გამოვლინდა.
სამ-სამი დარტყმიდან „AMTS”-მა მხოლოდ ერთის გამოყენება შეძლო, „ქართუმ“ კი ორის და შედეგად მეტოქე 2-1 დაამარცხა.
მარტივად, დიდი ანგარიშით იმარჯვა „SIS”-მა „პერისთან“. ორივე ტაიმში SIS-ს სრული დომინაცია ჰქონდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოთხი გატანილი გოლით ლაშა ნინიკაშვილი გახდა.
მეგობრობის თასის ¼ ფინალური წყვილები შემდეგნაირად გამოიყურება:
McGill vs „ქართუ“
DHL vs SIS
„თელასი“ vs e-team
„ბაქსვუდი“ vs „არმია“
მეგობრობის თასის მომდევნო ეტაპის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 20 და 22 ივნისს გაიმართება.