„SL ACADEMY 2” ფინალურ სერიაში ორმატჩიანი უპირატესობით ლიდერობს!

ყველა სიახლე
15 ივნისი 2025

„SL ACADEMY 2” ფინალურ სერიაში ორმატჩიანი უპირატესობით ლიდერობს!

12 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "ს.ლ. აკადემია 2"-სა და "დუშეთს" შორის ახალგაზრდული ლიგის, ფინალური სერიის მეორე შეხვედრა ჩატარდა, სადაც გამარჯვება „აკადემიელებს“ დარჩათ და სერიაში ანგარიში 0:2 გახდა!

მატჩი „აკადემიელთა“ უპირატესობით დაიწყო, პირველი გოლის გატანა კი ძლიერი დარტყმით, დემეტრე სვანიძემ შეძლო! ამის შემდგომ საკუთარი მომენტები გაცვალეს გუნდებმა, თუმცა მეორე გოლი ტაიმის მიწურულს მაინც „სასკოლომ“ გაიტანა. დემეტრე სვანიძემ ამჯერად ტოლიკა კოდალაშვილს გაატანინა.

გოლის გასვლიდან 40 წამში, დემეტრე სვანიძის პასით ისევ ტოლიკა კოდალაშვილს გააქვს და ანგარიში 0:3 ხდება! პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კი ლაზარე ჯავაშვილმა მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა.

მეორე ტაიმში „დუშელებმა“ მეტად აქტიურად შეუტიეს და გიორგი ქავთარაძემ სხვაობა ერთამდე დაიყვანა - 2:3. მატჩი უფრო მეტად უნდა დაძაბულიყო, თუმცა საქმეში ისევ დემეტრე სვანიძე ერთვება, 32-ე წუთზე გოლი გააქვს, 33-ე წუთზე კი დაჩი ცალუღელაშვილის გოლის დროს საგოლე გადაცემას ასრულებს!

შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2:5!

დემეტრე სვანიძეს, გუნდის გატანილი 5 გოლიდან, ხუთივეში მონაწილეობა აქვს მიღებული - 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა! მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც რაღათქმაუნდა 10-იანი დასახელდა!

გუნდების მესამე შეხვედრა 20 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას კი SBM.GE-ზე შეძლებთ!



  © SBM, 2016-2025