ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეგობრობის თასის გათამაშება დაიწყო!
ყველა სიახლე
7 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეგობრობის თასის გათამაშებამ აიღო სტარტი. მეგობრობის თასზე ერთმანეთს საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის გუნდები ეჯიბრებიან.
1/8 ფინალური ეტაპი „თელასისა“ და „ინვესტროსაინის“ დაპირისპირებით დაიწყო. „ენერგეტიკოსებმა“ მარტივი გამარჯვების მოპოვება შეძლეს და მეტოქე 5-1 დაამარცხეს. ლუკა გოგუაძემ შეხვედრაში პოკერის გაფორმება შეძლო, ოთხივე გოლზე კი ასისტენტი ამირან ცხომარია იყო. ვიხილეთ ერთი ავტოგოლი და რევაზ ლორთქიფანიძის პრესტიჟის გოლიც.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი „GRC” გამოცდილ გუნდს დაუპირისპირდა. „DHL“-თან გამართული მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. მომდევნო ეტაპზე გამსვლელი კი პენალტების სერიაში გამოვლინდა. DHL-მა პირველ ტაიმში ორჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, ბოლო წუთზე კი წინ გავიდა. მეორე ნახევარში ბესიკ კავთუაშვილმა ანგარიში 4-2 გახადა. უკანასკნელ ოთხ წუთში „ჯი არ სი“-მ შეძლო ორი გოლის გატანა და ანგარიში გაათანაბრა. პენალტებში „DHL“-მა მეტოქეს 2-0 აჯობა და ¼ ფინალში გავიდა.
მსგავსი სცენარით წარიმართა e-team-ისა და „ავერსის“ დაპირისპირება. ნიკა კუსიანის გოლს „ფარმაცევტების“ რიგებიდან ირაკლი დოლბაძემ უპასუხა. გიგი პატარაიამ „ბუკმეიკერები“ მეოცე წუთზე კვლავ წინ გაიყვანა, მაგრამ დარჩენილ დროში გიორგი ელიაშვილმა წონასწორობა აღადგინა. ირაკლი მოსულიშვილმა ორი დარტყმის მოგერიება შეძლო და e-team-მა პენალტებში 2-0 იმარჯვა.
¼ ფინალის ბოლო საგზური „ბაქსვუდმა“ „სფეისთან“ მოიპოვა. მატჩი 3-1 დასრულდა. ბექა უგრეხელიძემ მეათე წუთზე „სფეისის“ დაწინაურება შეძლო, მაგრამ თამაშის ბოლომდე „ბაქსვუდმა“ უპირატესობა მოიპოვა და სხვაობა ორბურთიანი გახადა.
შედეგად, მეგობრობის თასის ¼ ფინალში გასული ექვსი გუნდი უკვე გამოვლენილია:
McGill vs „ქართუ“ / AMTS
DHL vs SIS / Peri
„თელასი“ vs e-team
„ბაქსვუდი“ vs „არმია“
მეგობრობის თასის დარჩენილი ორი შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 15 ივნისს გაიმართება.