ფუტსალის ახალგაზრული ლიგის ფინალურ სერიაში „SL ACADEMY 2” დაწინაურდა!
ყველა სიახლე
უხვგოლიანი და დაძაბული შეხვედრა ვიხილეთ თბილისი არენაზე, სადაც „სასკოლო აკადმიამ“ 8:4 იმარჯვა და სერიაში დაწინაურდა!
შეხვედრის პირველმა ნახევარმა „დუშელების“ უპირატესობით ჩაიარა, მე-16 წუთზე გიორგი არაბულმა მოახერხა გოლის გატანა და საკუთარი გუნდის დაწინაურება. მოპოვებული უპირატესობა გუნდმა გატანილი გოლების რაოდენობაში ასახა. მე-18 წუთზე გიორგი არაბული 6-მეტრიანი დარტყმულიდან დუბლს იფორმებს, ხოლო ტაიმის მიწურულს ცოტნე ქავთარაძე ახერხებს გოლის გატანას!
„დუშელები“ შესვენებაზე 3 ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ!
თუ პირველ ნახევარში „აკადემიელებს“ არაფერი გამოუვიდათ, მეორე ტაიმში გუნდმა 8 გოლის გატანა მოახერხა!
ქამბექი მაშინ დაიწყო, როცა „ტაბლოზე“ ანგარიში 1:4 იყო. მიყოლებით გატანილი 7 გოლი და უშანსოდ დარჩენილი „დუშეთი“ - ასე შეგვიძლია მოკლედ შევაფასოთ მეორე ნახევრის 15 წუთი!
დაჩი ცალუღელაშვილის ჰეთ-თრიქი, ნიკოლოზ გოგოხიას დუბლი, ნიკოლოზ თანდაშვილის, ლუკა მიქაბერიძის და საბა შანავას თითო გოლი!
ქამბექის შესრულებაში კი დიდი როლი დაჩი ცალუღელაშვილს ეკუთვნის, რომელიც ცოტნე ქავთარაძესთან ერთად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა!
„დუშეთმა“ პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და სერიაში პირველი თამაშის მოგება „აკადემია 2“-მა მოახერხა.
ფინალის მეორე შეხვედრა 12 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება!
LIVE – SBM.GE!