ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში საფინალო შეხვედრების დრო დგება !

ყველა სიახლე
05 ივნისი 2025

ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში საფინალო შეხვედრების დრო დგება !

7 ივნისს, თბილისი არენა ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის, ფინალური სერიის პირველ შეხვედრას უმასპინძლებს.

მატჩამდე დარჩენილ დროში კი ერთად გადავავლოთ თვალი გუნდების მიმდინარე სეზონს, მოთამაშეების სტატისტიკებს და განვლილ გზას ფინალამდე.

მაშ ასე, დავიწყოთ რეგულარული სეზონის ჩემპიონებით!

„SL ACAMDEY 2” გუნდი, რომელმაც სატურნირო ცხრილში პირველი პოზიცია დაიკავა და პლეი-ოფს ჩემპიონის სტატუსით შეხვდა. გუნდმა ჩატარებული 14 შეხვედრიდან 12-ის მოგება მოახერხა, 1 ფრედ დაასრულა, 1 შემთხვევაში კი დამარცხდა - 37 ქულა!

ყველაზე მეტი 97 გატანილი ბურთი და ყველაზე ცოტა 38 გაშვებული გოლი !

„აკადემიელთა“ საუკეთესო გამტანები დემეტრე სვანიძე და ლუკა ღვინიანიძე არიან.

დემეტრე სვანიძე - 27 გოლი, 15 ასისტი! (16 თამაში)

ლუკა ღვინიანიძე - 26 გოლი, 13 ასისტი! (18 თამაში)

დემეტრე სვანიძე, დაჩი ცალუღელაშვილთან ერთად ლიგის საუკეთესო ასისტენტობისთვის იბრძვის.

„სასკოლო აკადემია 2“-ის გზა პლეი-ოფში შემდეგნაირად გაგრძელდა - ¼ ფინალურ ეტაპზე გუნდი „ბაქსვუდის სკოლა“-ს შეხვდა, სადაც სერია მარტივად, 2 შეხვედრაში დახურეს.

პირველი მატჩი - 12:1! მეორე მატჩი - 3:1!

შემდეგ იყო ნახევარფინალი „ბეტისის აკადემიასთან“, სადაც სერია ისევ 2 შევხედრაში დახურეს!

პირველი მატჩი -7:3!

მეორე მატჩი - 2:1!

დაუმარცხებლად მოახერხა „აკადემიამ“ ფინალში გასვლა!

რაც შეეხებათ „დუშელებს“, გუნდმა რეგულარული სეზონი მეორე პოზიციაზე დაასრულა!

ჩატარებული 14 თამაშიდან 10-ის მოგება მოახერხეს, 1 შეხვედრა ფრედ დაასრულეს, 3-ჯერ კი დამარცხდნენ. გაიტანეს 57 გოლი მოწინააღმდეგის კარში, 43 კი საკუთარ კარში მიიღეს.

„დუშეთის“ საუკეთესო გამტანი გიორგი არაბულია, რომელმაც ჩატარებულ 18 შეხვედრაში 16 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა!

გიორგი ქავთარაძე - 13 გოლი, 6 ასისტი! (12 შეხვედრა)

ცოტნე ქავთარაძე - 12 გოლი, 6 ასისტი! (11 შეხვედრა)

პლეი-ოფში „დუშელები“ ვიცე ჩემპიონის სტატუსით წარსდგნენ და ¼ ფინალში მათი მეტოქე „თენგიზ სულაქველიძის აკადემია“ იყო. სერიამ 3 შეხვედრამდე გასტანა.

პირველი თამაშის მოგება „აკადემიელებმა მოახერხეს ანგარიშით 1:4 !

მეორე შეხვედრაში „დუშელების“ დამაჯერებელი გამარჯვება ვნახეთ - 7:3!

მესამე გადამწყვეტ მატჩში კი 5:2 იმარჯვეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს!

½ ფინალში მათი მეტოქე „ლოგოსი“ იყო. ამ შემთხვევაშიც 3 მატჩი დასჭირდა გუნდს შედეგის მისაღწევად.

პირველი თამაში - 6:1! დამაჯერებელი გამარჯვება და „დუშეთი“ სერიაში დაწინაურდა.

მეორე თამაში - 3:6! „ლოგოსმა“ წონასწორობა აღადგინა!

მესამე შეხვედრაში კი „დუშელებმა“ 8:5 იმარჯვეს და ფინალში გასვლა მოახერხეს!

ფინალისტების გზა მიმდინარე სეზონში 2-ჯერ გადაიკვეთა, საიდანაც გამარჯვება ორივე შემთხვევაში „აკადემიელებს“ დარჩათ!

მეორე ტური - 8:2!

ვიხილეთ ლუკა ღვინიანიძის ჰეთრიქი, ლუკა მიქაბერიძის დუბლი, ზურაბ ქლიბაძის, დემეტრე სვანიძის და ლაზარე ჯავაშვილის (რომელიც ახლა დუშეთის რიგებში ირიცხება) გოლები. „დუშეთიდან“ თავი გიორგი გარიშვილმა და გიორგი ხულუზაურმა იჩინეს.

შეხვედრაში გვქონდა ერთადერთი ყვითელი ბარათი, რომელიც ლუკა მიქაბერიძეს ეკუთვნის.

მეცხრე ტური - 1:5!

დაჩი ცალუღელაშვილმა მოახერხა დუბლის გაფორმება, მასთან ერთად კი დემეტრე სვანიძემ, ნიკოლოზ თანდაშვილმა და ლუკა ღვინიანიძემ იჩინეს თავი! „ნომინალური მასპინძლებიდან“ გოლის გატანა გიორგი ქავთარაძემ შეძლო. მატჩში 2 ყვითელი ბარათი იყო ნაჩვენები - დემეტრე სვანიძე და ლაზარე ჯავაშვილი.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ფინალის პირველი დაპირისპირება 7 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისი არენაზე შედგება!

პირდაპირ ტრანსლაციას SBM.GE-ზე შემოგთავაზებთ.

წარმატებულ ფინალურ „გასეირნებას“ გისურვებთ!



  © SBM, 2016-2025