ფუტსალის ლიგა 3-ის ჩემპიონი „სასკოლო ლიგის აკადემიაა“!

ყველა სიახლე
03 ივნისი 2025

ფუტსალის ლიგა 3-ის ჩემპიონი „სასკოლო ლიგის აკადემიაა“!

30 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის, ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართა, სადაც გამარჯვება „სასკოლო ლიგის“ გუნდს დარჩა და ახალგაზრდული ლიგის შემდეგ, მორიგი ჩემპიონობა იზეიმა.

სერიაში ანგარიში 3:2 დაფიქსირდა და სეზონიც დაძაბული საფინალო დაპირისპირებებით დავასრულეთ!

გადამწყვეტი თამაშის ანგარიში 9:3 გახლავთ, „აკადემიელებს“ მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდათ მოპოვებული, რაც „ტაბლოზეც“ მარტივად ასახეს.

პირველ ნახევარში ნიკოლოზ თანდაშვილის დუბლი ვიხილეთ, ამასთან ერთად გოლების გატანა დავით წერეთელმა და ლუკა მიქაბერიძემაც მოახერხეს.

„UG 2”-დან თავი თორნიკე თოდრიამ იჩინა და ანგარიში შეამცირა, თუმცა ტაიმის მიწურულს ნოდარ მწითურის ავტოგოლიც ვნახეთ და შესვენებაზე 5:1 ანგარიშით გავედით.

მეორე ტაიმში კიდევ 6 გატანილი გოლი ვიხილეთ, საიდანაც 2 თორნიკე თოდრიას ანგარიშზეა, უკანასკნელმა ჰეთ-თრიქის გაფორმება მოახერხა.

საკუთარი გოლის გატანა დაჩი ცალუღელაშვილმა, ნიკოლოზ გოგოხიამ, ილია გოგოხია-ხატისკაცმა და დემეტრე სვანიძემაც შეძლეს.

ს.ა.-9:3! „აკადემიამ“ მეტოქე მარტივ ბრძოლაში დაამარცხა და ლიგა 3-ის თასი ჩაიბარა!

მომავალი სეზონიდან „სასკოლო ლიგის“ გუნდი ლიგა 2-ში გააგრძელებს ასპარეზობას.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბესარიონ არველაძის გაწვრთნილ გუნდს მიღწეულ შედეგს!

2024/25 სეზონის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საუკეთესო მეკარე - გიგი ლომაია (ს.ლ. აკადემია)

საუკეთესო მცველი - ნიკოლოზ კოპალიანი (UG2)

საუკეთესო თავდამსხმელი - დავით ბაბუციძე (EU)

საუკეთესო ბომბარდირი აბოსოლუტური უპირატესობით, ლევან მჭედლიშვილი (46 გოლი) გახდა (რუსთავი)

საუკეთესო ასისტენტი - ნიკოლოზ ტურიაშვილი (24 ასისტი)  (რუსთავი)

საუკეთესო უნივერსალი - დაჩი ცალუღელაშვილი (ს.ლ. აკადემია)

საუკეთესო მოთამაშე - ნიკოლოზ თანდაშვილი (ს.ლ. აკადემია) !

შევხვდებით მომავალ სეზონში!



  © SBM, 2016-2025