“შსს”-მ სუპერლიგის ჩემპიონობა დაიბრუნა და ლიგის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის სტატუსი გაიმყარა!

ყველა სიახლე
19 მაისი 2025

“შსს”-მ სუპერლიგის ჩემპიონობა დაიბრუნა და ლიგის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის სტატუსი გაიმყარა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2024.25 წწ. სეზონის სუპერლიგის ფინალში ერთმანეთს „შსს“ და „არმია“ დაუპირისპირდნენ.

ძალოვნების დერბი, როგორც მოსალოდნელი იყო, სანახაობრივი და დრამატული გამოდგა. ტრიბუნაზე ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო იგრძნობოდა, რაც თამაშის ტემპზეც აისახა. სახიფათო მომენტების მიუხედავად, საბოლოოდ მხოლოდ „შსს“-მ შეძლო თავისი შანსის გამოყენება და გიორგი ყაზარაშვილის გოლით (25’) ჩემპიონობის მოპოვება.

ამ გამარჯვებით „შსს“-მ სუპერლიგის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა და ლიგის რეიტინგში თავისი მონაპოვარით პირველი ადგილიც გაიმყარა.

რაც შეეხება მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩს, არა ნაკლები დრამა ვიხილეთ „ნიკორასა“ და „ბაქსვუდს“ შორის, რომლის ბედიც პენალტების სერიაში გადაწყდა.

ძირითად დროში „ბაქსვუდი“ მდევრის როლში იყო. მესამე წუთზე მიღებულ გოლს, გუნდმა მეშვიდე წუთზე უპასუხა, რის შემდეგაც „ნიკორა“ წინ ორი ბურთით გავიდა. ტაიმის მიწურულს სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა - 3-2. ნიკოლოზ ვაიტალოვმა მეორე  ნახევარში გატანილი გოლით დუბლი შეასრულა და ტაბლოზე 4-2 დააფიქსირა. „ბაქსვუდი“ უკვე ძალიან რთული გამოწვევის წინ იყო, მაგრამ გუნდმა უკანასკნელ ორ წუთში დავით ლომაიას დუბლით მოახერხა წონასწორობის აღდგენა.

პენალტების სერიაში უკეთესი „ნიკორა“ გამოდგა და მეტოქე საბოლოოდ 3-1 დაამარცხა.

ფინალური შეხვედრების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ლიგის საუკეთესო მოთამაშეების გამოვლინდნენ:

საუკეთესო მეკარე - შოთა ღურბელეიშვილი (შსს)

საუკეთესო მცველი - ენრი ჩადუნელი (არმია)

საუკეთესო უნივერსალი - დავით კოხრეიძე (არმია)

საუკეთესო ასისტენტი - რევაზ ინჯგია (შსს)

საუკეთესო თავდამსხმელი - ნიკა ჯოლოხავა (ნიკორა)

საუკეთსო ბომბარდირი - გიორგი ყაზარაშვილი (შსს)

სუპერლიგის  2024/25 წწ. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - დავით დარჩია(შსს)!



  © SBM, 2016-2025