"ჯორჯიან მანგანეზმა" პირველი ტიტული ოქროს ლიგაში იზეიმა!
ყველა სიახლე
ოქროს ლიგის 2024.25 წწ. სეზონის ჩემპიონი დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ „კროკობეთი“ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
ფინალური მატჩი ხმაურიანი ტრიბუნების ფონზე გუნდებს შორის სახიფათო მომენტების გაცვლით მიმდინარეობდა. მეცხრე წუთზე ლევან კინწურაშვილმა ლევან კუჭაშვილის გადაცემა გამოიყენა და საჩემპიონო დაპირისპირებაში გამარჯვების გოლიც გაიტანა.
დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ტაბლოზე ანგარიში 1-0 დაფიქსირდა და „GM“-მა პირველი ტიტული იზეიმა.
ამავე დღეს გაიმართა ოქროს ლიგის მესამე ადგილისთვის მატჩი. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „ენერგო-პრო“-მ შეძლო „საქართველოს ბანკის“ დამარცხება და სეზონი მედლებით დაასრულა.
გიორგი ლობჟანიძემ და გიორგი ლუკავამ 25-ე და 30-ე წუთებზე შეძლეს მეტოქის კარის აღება და „ენერგეტიკოსებმა“ 2-0 იმარჯვეს.
ფინალური მატჩების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ:
საუკეთესო მეკარე - ჯაბა ჯამბურია (კროკობეთი)
საუკეთესო მცველი - გიორგი ლობჟანიძე (ენერგო-პრო)
საუკეთესო უნივერსალი - ლევან კუჭაშვილი(GM)
საუკეთესო ასისტენტი - გია ნინოშვილი (კროკობეთი)
საუკეთესო თავდამსხმელი - ლევან კინწურაშვილი (GM)
საუკეთსო ბომბარდირი - ბექა რაზმაძე (GM)
ოქროს ლიგის ლიგის 2024/25 წწ. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ბექა ტუღუში (GM)!
ვულოცავთ „ჯორჯიან მანგანეზს“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველ ტიტულს!