"ლიბერთი ბანკმა" ბრინჯაოს ლიგაში ჩემპიონის ტიტული დაიცვა!
ყველა სიახლე
ბრინჯაოს ლიგის 2024/25 წწ. სეზონის ჩემპოინი „ლიბერთი ბანკი“ გახდა.
ფინალურ დაპირისპირებაში მაყურებელმა „ბანკირების“ დერბი იხილა. „ლიბერთის“ მეტოქე „ბაზისბანკი“ იყო. შეხვედრის პირველი ტაიმი „ლიბერთიმ“ ემზარ ნადირაძის გოლით მოიგო. მეორე ნახევარში წონასწორობა მიხეილ თოფურიამ აღადგინა და თითქოს ყველაფერი თავიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მალევე კახაბერ გოგოხიამ ემზარ ნადირაძის გადაცემა გოლად აქცია, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა - 2:1 და „ლიბერთიმ“ ბრინჯაოს ლიგაში ჩემპიონის ტიტული დაიცვა!
ამავე დღეს გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის. „კრედომ“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ 7-2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
პირველი ნახევარი სრულად „ბანკირების“ დომინაციით წარიმართა. ვიხილეთ TTC-ს კარში ოთხი უპასუხო გოლი, რომელთაგან ორი რევაზ თარიმანაშვილის, ორიც გიორგი ნიჟარაძის სახელზეა. მეორე ტაიმშიც ორივე მათგანმა შეძლო გატანა და მატჩის დასასრულს ნიჟარაძეს აქტივში პოკერი, თარიმანაშვილს კი ჰეთ-თრიკი ჰქონდა. „TTC“-ს მხრიდან გოლები მიხეილ აფციაურმა და გიორგი ბერიშვილმა გაქვითეს.
ფინალური შეხვედრების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეების გამოვლინდნენ:
საუკეთესო მეკარე - გია გონგაძე (ბაზისბანკი)
საუკეთესო მცველი - ვაჩე ალფაიძე (ლიბერთი)
საუკეთესო უნივერსალი - კახა გოგოხია (ლიბერთი)
საუკეთესო ასისტენტი - შოთა ოკინაშვილი (კრედო) (5)
საუკეთესო თავდამსხმელი - მიხეილ თოფურია (ბაზისბანკი)
საუკეთსო ბომბარდირი - გიორგი ნიჟარაძე (კრედო) (10)
ბრინჯაოს ლიგის 2024/25 წწ. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ემზარ ნადირაძე (ლიბერთი)!
ვულოცავთ „ლიბერთის“ ზედიზედ მესამე ტიტულის მოპოვებას და ბრინჯაოს ლიგის ოთხივე გუნდს მადლობა საინტერესო სეზონისთვის!