ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალში, მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა გვექნება!
ყველა სიახლე
21 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის, ფინალური სერიის მე-4 შეხვედრა გაიმართა, სადაც გამარჯვება „უნივერსიტეტელებს“ დარჩათ.
თამაშის დაწყებამდე სერიაში ანგარიში 2:1 „აკადემიას“ მიჰყავდა და „UG 2” გათანაბრებისთვის ბრძოლობდა. ბრძოლას შედეგი მოჰყვა, მატჩი „ნომინალური მასპინძლების“ გამარჯვებით დასრულდა!
"სტუდენტებს" შეხვედრის სტარტი მეტოქესთან შედარებით უკეთესი გამოუვიდათ, გუნდი საკმაო რაოდენობის სახიფათო მომენტებს ქმნიდა გოლის გასატანად. მოპოვებული უპირატესობა გოლად ნიკა კუპრავიშვილმა აქცია, რომელმაც 23-ე გოლის გატანა მოახერხა მიმდინარე სეზონში. პირველ ნახევარში „აკადემიელებსაც“ ჰქონდათ საკუთარი მომენტები გოლის გასატანად, თუმცა გიორგი ილურიძემ პირველ 20 წუთში გოლის არ გაშვება გადაწყვიტა!
ტაიმი „UG 2”-მა მოიგო - 1:0!
მეორე ნახევარში მეტად ინტერვალური თამაში გვქონდა პირველისგან განსხვავებით, თუმცა მეორე გოლის გატანა მაინც „უნივერსიტეტელებმა“ შეძლეს! გაშვებული 2 გოლის მიუხედავად, უყურადღებოდ არც გიგი ლომაიას თამაში უნდა დავტოვოთ. გუნდის კარის „დარაჯმა“ რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება მოახერხა, როგორც შორიდან ისე ახლო მანძილიდან!
35-ე წუთზე დაჩი ცალუღელაშვილმა ბურთი კარისკენ გადაგზავნა, ძელთან ასხლეტის შემდგომ კი შეხება საბა დავითულიანთან იყო, რის შედეგადაც გოლი ვიხილეთ - 2:1!
„აკადემიამ“ შეუტია კიდევ უფრო თამამად ბოლო წუთებზე თუმცა გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოხერხდა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 2:1!
არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ვიტყვით რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად გუნდის მეკარეები, გიორგი ილურიძე და გიგი ლომაია დასახელდნენ!
ფინალის მეხუთე გადამწყვეტი შეხვედრა 30 მაისს ჩაინიშნა, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
პირდაპირი ტრანსლაციისთვის თვალის მიდევნებას SBM.GE-ზე შეძლებთ.
წარმატებულ და ნაყოფიერ მეხუთე შეხვედრას გისურვებთ!