ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო!

ყველა სიახლე
21 მაისი 2025

ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო!

ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო.

პირველი შეხვედრა „SL ACADEMY 2”-სა და „ბეტისის აკადემიას“ შორის გაიმართა, რომელიც „ნომინალური მასპინძლების“ გამარჯვებით 7:3 დასრულდა!

ლუკა ღვინიანიძის შერულებული ჰეთრიქი ვიხილეთ პირველ ნახევარში, „ბეტისიდან“ კი თავი ლევან ნაჭყებიამ, ერთი გატანილი გოლით იჩინა! პირველი ნახევარი 3:1 დასრულდა. მეორე ტაიმში დემეტრე სვანიძემაც დაიწყო გოლების გატანა, „სასკოლოს“ 10-იანმა 3 გოლი შემოგვთავაზა! ლუკა ღვინიანიძემ კი თავის მონაგარს 1 გოლიც შემატა და პოკერი გაიფორმა!

„ბეტისიდან“ ერთი გოლის გატანა თორნიკე გელბახიანმა შეძლო, ერთ შემთხვევაში კი ნიკოლოზ თანდაშვილის ავტოგოლი ვნახეთ. „სასკოლოს“ დიდი უპირატესობა ჰქონდა მთელი შეხვედრის განმავლობაში და შესაბამისად მიღებული ანგარიშიც ლოგიკურია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ღვინიანიძე დასახელდა !

გუნდების მეორე დაპირისპირება 25 მაისს შედგება.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს „დუშეთი“ და ლოგოსი უპირისპირდებიან. სერიის პირველ შეხვედრაში „დუშელებმა“ დამაჯერებლად იმარჯვეს 6:1!

პირველი ნახევარში გიორგი არაბულის გოლი და გიორგი გარიშვილის დუბლი ვიხილეთ - 3:0! „ლოგოსმა“ ვერ გვაჩვენა ის ფუტსალი, რომელსაც მიმდინარე სეზონში შეგვაჩვია. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ შეხვედრაში „ლოგოსს“ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. დომინანტური პირველი ნახევრის შემდგომ, 30-ე წუთზე ლევან ბენდელიანმა მოახერხა გოლის გატანა და საკუთარი გუნდის შეხვედრაში დატოვება, თუმცა „დუშელებმა“ მატჩის დასრულებამდე კიდევ 3 გოლი გაიტანეს და სერიაშიც დაწინაურდნენ!

გიორგი არაბულმა ჰეთრიქის შესრულება მოახერხა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც სწორედ ის დასახელდა!

გუნდების მეორე შეხვედრა 25 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2025