„ტფილისი“ ფუტსალის ლიგა 2-ის, 2024/25 სეზონის ჩემპიონია!

ყველა სიახლე
21 მაისი 2025

„ტფილისი“ ფუტსალის ლიგა 2-ის, 2024/25 სეზონის ჩემპიონია!

ფუტსალის ლიგა 2-ის წლევანდელი სეზონი „ტფილისის“ ჩემპიონობით დასრულდა და გუნდის მონაგარს ლიგა 3-ის ტიტულის შემდგომ, ლიგა 2-ის თასიც შეემატა!

აღსანიშნავია რომ „ტფილისელებმა“ პლეი-ოფი წაგების გარეშე დაასრულეს!

17 მაისს, „ტფილისი“ საფინალო სერიის მესამე შეხვედრაში „ფალკონს“ დაუპირისპირდა, სადაც ჩემპიონებმა 5:3 იმარჯვეს!

გატანილი გოლი პირველივე წუთზე ვიხილეთ, გეგა კოშაძის გადაცემა და საბა ეგრისელაშვილის გოლი. გაშვებული გოლიდან 1 წუთში, გიორგი ხმალაძე ათანაბრებს 1:1!

მსგავსად წინა ორი შეხვედრისა რეალურ შანსებს ორივე გუნდი იღებდა, თუმცა მომენტების რეალიზება „ტფილისელებს“ უკეთ გამოუვიდათ. მე-6 წუთზე გურამ ნადარეიშვილმა გაიტანა, მე-12 წუთზე კი გეგა კოშაძემ ასისტს გოლიც დაუმატა! მე-18 წუთზე ბექა მირიანაშვილმა შეძლო გატანა და სხვაობის 1-მდე შემცირება.

შესვენებაზეც სწორედ ამ ანგარიშით გავედით. მეორე ნახევარში ლაშა ხარაიშვილმაც შეძლო გატანა და საკუთარ გუნდს 2 ბურთიანი უპირატესობა კვლავ დაუბრუნა. 30-ე წუთზე კი გიორგი თოდუამ გაიტანა და გარკვეულწილად სერიას წერტილი დაესვა.

„ფალკონმა“ მხოლოდ ერთის გაქვითვა მოახერხა, შორეული გასროლა მირიანაშვილის მხრიდან! შეხვედრის საბოლოო ანგარიში 5:3!

როგორც მატჩის ისე სეზონის საუკეთესო მეკარედ ზაურ კოტრიკაძე დასახელდა! სეზონის საუკეთესო მცველად გარი წერეთელი (ტფილისი)! 2024/25 სეზონის საუკეთესო უნივერსალი გიორგი ხმალაძე (FLC 03) გახდა! საუკეთესო ბომბარდირობა 25 გოლით გიორგი დიაკვნიშვილმა (BSMA) მოიპოვა. საუკეთესო ასისტენტის ჯილდო 19 შედეგიანი გადაცემით ნიკა ბიძინაშვილმა დაიმსახურა (seu). სეზონის საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი გიორგი ხაბალაევმა (თსუ 2) მიიღო. ფუტსალის ლიგა 2-ის აწ უკვე განვლილი სეზონის საუკეთესო მოთამაშე კი საბა ეგრისელაშვილია (ტფილისი) !

ამით დასრულდა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონი, კიდევ ერთხელ ვულოცავთ „ტფილისს“ ჩემპიონის ტიტულს!

შევხდებით მომავალ სეზონში !



  © SBM, 2016-2025