ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში, სუპერლიგის ფინალი ახლოვდება!
ყველა სიახლე
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში, სუპერლიგის ფინალი 18 მაისს გაიმართება, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ „არმია“ და „შინაგან საქმეთა სამინისტრო“ წარსდგებიან. იქამდე კი ერთად გავეცნოთ გუნდების მიმდინარე სეზონს, მათ მონაგარს და განვლილ გზას ფინალამდე.
სუპერლიგის ცხრილში „არმიამ“ ბოლო, მე-4 პოზიცია დაიკავა. მოახერხეს 1 შეხვედრის მოგება, 1 ფრედ დაასრულეს, 4 შემთხვევაში კი დამარცხდნენ - 4 ქულა. გაიტანეს 10 გოლი, საკუთარ კარში კი 12 ბურთი მიიღეს.
გუნდის მთავარი გამტანი დავით კოხრეიძეა, რომლის ანგარიშზეც 7 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა!
ნახევარფინალურ ეტაპზე გუნდი რეგულარული სეზონის ჩემპიონს, „ნიკორას“ დაუპირისპირდა. ვერც ძირითადმა დრომ და ვერც დამატებითმა ტაიმებმა ვერ მოახერხეს გამარჯვებულის გამოვლენა, შედეგად დაინიშნა პენალტების სერია, სადაც გამარჯვება „არმიას“ დარჩა - {1:2}!
„შსს“-მ რეგულარული სეზონი მე-2 პოზიციაზე დაასრულა. ჩატარებული 6 შეხვედრიდან 4 შემთხვევაში იმარჯვეს, 2-ჯერ კი დამარცხდნენ. მოწინააღმდეგის კარში გაიტანეს 14 გოლი, უკან კი 10 ბურთი მიიღეს.
სუპერლიგის თანაბომბარდირი ნიკოლოზ ჯოლოხავასთან ერთად (ნიკორა), გიორგი ყაზარაშვილია (შსს), ორივე მოთამაშეს 6-6 გოლი აქვთ გატანილი! (7 თამაში)
ნახევარფინალში „შსს“ „ბაქსვუდს“ დაუპირისპირდა, სადაც გუნდმა 2:0 იმარჯვა!
მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ, გამარჯვება კი ორივე შემთხვევაში „შსს“-ს დარჩა!
მე-3 ტურის შეხვედრა - 0:1! რევაზ ინჯგიას ერთადერთი გატანილი გოლით იმარჯვა „შინაგან საქმეთა სამინისტრო“-მ! მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად კი შმაგი ჭოხონელიძე და რევაზ ინჯგია დასახელდნენ!
მე-6 ტური - 1:0! ამ შეხვედრაში „შსს“-მ დათო დარჩიას გატანილი გოლით იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც სწორედ დათო დარჩია დასახელდა, დავით კოხრეიძესთან ერთად!
მაშ ასე, მიმდინარე სეზონში ურთიერშეხვედრებში დადებითი ბალანსი „შსს“-ს აქვს, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ფინალში!
18 მაისი, 13:30, თბილისის ოლიმპიური სასახლე.
პირდაპირ ტრანსლაციას SBM.GE-ზე იხილავთ!
წარმატებულ და სანახაობრივ ფინალს გისურვებთ!