ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში ¼ ფინალური ეტაპი დასრულებულია!

ყველა სიახლე
13 მაისი 2025

ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში ¼ ფინალური ეტაპი დასრულებულია!

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2024/25 წწ. სეზონის მეოთხედფინალური შეხვედრები დასრულებულია. ნახევარფინალური წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდა - „SL ACADEMY 2” VS “ ბეტისის აკადემია“ „დუშეთი“ VS “ლოგოსი“.

„სასკოლო ლიგის აკადემიამ“ ორ შეხვედრაში სძლია „ბაქსვუდის სკოლას“ და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა! პირველი შეხვედრა - 12:1! მეორე შეხვედრა - 1:3!

„ბეტისის აკადემია“ მეოთხედფინალში გასული წლის ფინალისტს, „გრანდ ავლაბარს“ დაუპირისპირდა და სერია ორ შეხვედრაში დახურა! პირველი შეხვედრა - 5:7! მეორე შეხვედრა - 4:2!

მიღებული წყვილი, მიმდინარე სეზონში ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდა და ორივე შემთხვევაში გამარჯვება აკადემიელებს დარჩათ. პირველი ტურის მატჩი - 2:8! მერვე ტურის მატჩი - 3:1!

„SL ACADEMY 2”-ის საუკეთესო გოლეადორები დემეტრე სვანიძე და ლუკა ღვინიანიძე არიან. დემეტრე სვანიძე - 23 გოლი, 13 ასისტი ! (14 თამაში) ლუკა ღვინიანიძე - 22 გოლი, 12 ასისტი ! (16 თამაში)

„ბეტისის აკადემიის“ გამორჩეული გამტანი გიორგი ნოაზაძეა, რომელის ანგარიშზეც 13 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა! (14 თამაში) ლევან ნაჭყებია - 8 გოლი, 2 ასისტი! (9 თამაში)

ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა 18 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება!

დუშეთი VS ლოგოსი

დუშეთი“ ¼ ფინალში „თენგიზ სულაქველიძის აკადემიას“ გაეჯიბრა, სერია საკმაოდ დაძაბული გამოდგა! პირველ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება „თსსა“-მ შეძლო - 1:4! განმეორებითი, მეორე დაპირისპირების მოგება „დუშეთმა“ შეძლო - 3:7! მესამე გადამწყვეტ შეხვედრაში კი ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი, 2 სამწუთიანი ტაიმი დაინიშნა, სადაც „დუშელებმა“ იმარჯვეს - {3:0}!

ლოგოსის“ მეტოქე მეოთხედფინალში „კომაროვი“ იყო. „ლოგოსმა“ სერია ორ შეხვედრაში მოიგო! პირველი მატჩი - 6:5! მეორე მატჩი - 3:7! ასე და ამგვარად მოხვდნენ გუნდები ½ ფინალურ ეტაპზე!

„დუშეთი“ VS „ლოგოსის“ დაპირისპირება მიმდინარე სეზონში 2-ჯერ ვიხილეთ, საიდანაც 1 შეხვედრის მოგება დუშეთმა მოახერხა, 1 კი ფრედ დასრულდა.

პირველი ტური - 3:1! მერვე ტური - 3:3! როგორც „ლოგოსის“ ისე ახალგაზრდული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ლევან ბენდელიანი გახლავთ, რომელსაც 11 ჩატარებულ შეხვედრაში 32 გოლი აქვს გატანილი! შოთა კუპრავა - 13 გოლი, 12 ასისტი! (14 თამაში)

გიორგი არაბული კი „დუშეთის“ ბომბარდირია - 12 გოლი, 6 საგოლე გადაცემა (15 თამაში). გიორგი ქავთარაძე - 10 გოლი, 4 ასისტი! (9 თამაში)

ნახევარფინალური შეხვედრა 18 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება!

სანახაობრივ და შედეგიან ნახევარფინალურ შეხვედრებს გისურვებთ!



  © SBM, 2016-2025