"ტფილისმა“ დამატებით დროში იმარჯვა და ლიგა 2-ის საჩემპიონო სერიაში დაწინაურდა!
ყველა სიახლე
3 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალის ლიგა 2-ის, ფინალური დაპირისპირების გახსნითი მატჩი ვიხილეთ, რომელმაც იმედები ნამდვილად გაამართლა!
შეხვედრა საკმაოდ მაღალი ტემპით დაიწყო როგორც პარკეტზე, ისე ტრიბუნაზე! გუნდები მომენტების სიმცირეს არ განიცდიდნენ, თუმცა მთავარი პრობლება მათი რეალიზაცია იყო, ეს კი დიდწილად ზაურ კოტრიკაძის და ლევან გიგოიძის დამსახურება გახლდათ.
ნავსი მე-18 წუთზე გატყდა, როცა გიორგი ხმალაძემ მეტოქის კარი აიღო და ანგარიში გახსნა. გატანილ გოლს მალევე დავით ბერაძის საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთი მოჰყვა და ანგარიშიც გათანაბრდა - 1:1!
შესვენებაზეც სწორედ ამ ანგარიშით გავედით. არც მეორე ნახევარში შეცვლილა დარბაზში მოვლენები, გულმხურვალე ქომაგობა, ორმხრივი შეტევები, ინტერვალური ეპიზოდები, თუმცა კვლავ მეკარეების კარგი თამაში გვხვდება „ფინიშში“!
ძირითად დროში გოლის გატანა ვეღარ მოხერხდა, (1:1) გამარჯვებულის გამოსავლენად კი დამატებითი, 2 სამწუთიანი ტაიმი დაინიშნა.
დამატებით დროში კი საკუთარი გუნდი გეგა კოშაძემ დააწინაურა, რომელმაც ულამაზესი გასროლა შემოგვთავაზა !
დარჩენილ დროში „ფალკონებმა“ გათანაბრება ვეღარ მოახერხეს, მეტიც ლაშა ჯიქიამ მესამე გოლის გატანა და შეხვედრისთვის წერტილის დასმა შეძლო.
მატჩში 6 ყვითელი ბარათი ვიხილეთ. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად ზაურ კოტრიკაძე (მეკარე) და ლევან გიგოიძე (მეკარე) დასახელდნენ !
გუნდების მეორე შეხვედრა 10 მაისს, 14:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება!
პირდაპირ ტრანსლაციას კი SBM.GE-ზე შემოგთავაზებთ