ფუტსალის ლიგა 3-ში ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა !

ყველა სიახლე
08 მაისი 2025

ფუტსალის ლიგა 3-ში ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა !

3 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის, ფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი შედგა.

 

შეხვედრის ტემპს პირველივე წუთებიდანვე ეტყობოდა თუ როგორი დაძაბულობა გველოდა წინ !

 

პირველი გოლის გატანა მირიან შარაშენიძის პასის შემდეგ, ლექსო კვინიკაძემ მოახერხა და „UG 2” დააწინაურა! გატანილმა გოლმა კიდევ უფრო გახსნა სათამაშო სივრცეები, ეს მომენტი კი „აკადემიელებმა“ სწორად გამოიყენეს, მოახერხეს 2 გოლის გატანა და ტაიმის მოგება - 2:1!

 

მეორე ნახევარში ნიკოლოზ თანდაშვილმა უკვე 2-მდე გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა. ანგარიშიდან გამომდინარე „უნივერსიტეტელებს“ მეტად გააქტიურება მართებდათ და 25-ე წუთზე ნიკოლოზ კოპალიანმა შეამცირა სხვაობა.

 

ამის შემდეგ მომენტები იქმნებოდა როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის კართან, თუმცა გადამწყვეტი მომენტი მატჩის მიწურულს ვნახეთ! მეორმოცე წუთზე „სასკოლოს“ კარში 6 მეტრიანი ინიშნება, რომელიც გოლად თორნიკე თოდრიამ აქცია და ანგარიში გაათანაბრა!

 

გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა დამატებითი, 2 სამწუთიანი ტაიმი. დამატებით დროში წინ უკვე „იუჯი“ გავიდა და შეხვედრის მოგებასთან ახლა ისინიც ახლოს იყვნენ, თუმცა...

 

თუმცა ის, დაჩი ცალუღელაშვილი და მისი შორეული გასროლა! 3 წამით ადრე „სასკოლო აკადემია“ ათანაბრებს და თამაში 6-მეტირანების სერიაში გადაჰყავს !

 

პენალტებში „იუჯიმ“ და გიორგი ილურიძემ დაჯაბნეს მოწინააღმდეგე, „აკადემიელებმა“ შესრულებული 3 პენალტიდან სამივე გააცუდეს.

 

შედეგად, საფინალო სერიაში „UG 2” დაწინაურდა !

MVP- დაჩი ცალუღელაშვილი !

MVP- თორნიკე თოდრია !

 

განმეორებითი შეხვედრა 10 მაისს, 19:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება!

LIVE – SBM.GE

 



  © SBM, 2016-2025