ფუტსალის ლიგა 3-ის მესამე ადგილისთვის „რუსთავი“ და „ევროპის უნივერსიტეტი“ იბრძვიან!

ყველა სიახლე
07 მაისი 2025

ფუტსალის ლიგა 3-ის მესამე ადგილისთვის „რუსთავი“ და „ევროპის უნივერსიტეტი“ იბრძვიან!

ფუტსალის ლიგა 3-ის მესამე ადგილისთვის „რუსთავი“ და „ევროპის უნივერსიტეტი“ ბრძოლობენ!

სერიის პირველ შეხვედრაში „EU”-მ იმარჯვა!  მატჩში ანგარიში მე-8 წუთზე, გიორგი თარხნიშვილმა გახსნა. გუნდის უპირატესობა 2 ბურთიანი კი დავით ბაბუციძემ გახადა.

თავისი მომენტები ჰქონდათ „რუსთაველებსაც“, თუმცა კონსტანტინე ხეიძის დამაჯერებელი თამაშის გამო, პირველ ნახევარში გოლის გატანა ვერ მოახერხეს. გუნდები შესვენებაზე 2:0 ანგარიშით გავიდნენ. მეორე ნახევრის სტარტზე ალექსანდრე გოგოლაძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, ალექსანდრე ტურიაშვილმა 1 ბურთამდე შეამცირა სხვაობა!

თითქოს „რუსთაველებმა“ დაიჭირეს ეტაპობრივი მუხტი, თუმცა გათანაბრება ვეღარ მოახერხეს, მეტიც საკუთარ კარში მიჯრით 5 უპასუხო გოლი მიიღეს.  

ვიხილეთ „უნივერსიტეტელების“ სრული დომინაცია, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 2:7 დაფიქსირდა!

ბრინჯაოს მედალთან ერთ ნაბიჯში „ევროპის უნივერსიტეტია“! სერიის განმეორებითი შეხვედრა 10 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება!

პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას SBM.GE-ზე შეძლებთ!



  © SBM, 2016-2025