ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში ¼ ფინალურმა ეტაპმა სტარტი აიღო!

ყველა სიახლე
05 მაისი 2025

ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში ¼ ფინალურმა ეტაპმა სტარტი აიღო!

2 და 3 მაისს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ოთხივე შეხვედრას უმასპინძლა.

პლეი-ოფი „ლოგოსი“ VS „კომაროვის“-ს დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრაში ანგარიში ლუკას ცანავამ გახსნა, რასაც მეტოქე გუნდისგან მიჯრით გატანილი 4 გოლი მოჰყვა! შესვენებაზე 4:2 ანგარიშით გავიდნენ გუნდები.

მეორე ნახევარში „ლოგოსელებმა“ საკუთარ ანგარიშს კიდევ 2 ბურთი შემატეს - 6:2! მატჩის მოვლენები 32 წუთიდან დაიძაბა, „კომაროვმა“ ზედიზედ 3 გოლი გაუტანა მეტოქეს და ანგარიში 6:5 გახადა! დარჩენილ 3 წუთში თამაშის ტემპმა კიდევ უფრო აიწია, თუმცა „კომაროველებმა“ გათანაბრება ვეღარ მოახერხეს.

შეხვედრა 6:5 დასრულდა, მატჩის მიწურულს კი სანდრო ღარიბოვის წითელი ბარათიც ვიხილეთ.

MVP- ლევან ბენდელიანი!

MVP- დემეტრე კუხალაშვილი!

სერიაში „ლოგოსი“ დაწინაურდა!

სათამაშო დღე „გრანდ ავლაბარი“ „ბეტისის აკადემიის“ შეხვედრით გაგრძელდა. თამაშის საწყისი წუთები საკმაოდ „დაზვერვითი“ გამოდგა, ანგარიში კი მე-15 წუთზე ლევან ნაჭყებიამ გახსნა და საკუთარ გუნდს პირველი ნახევარიც მოაგებინა 0:1! მეორე ტაიმში „ავლაბრელები“ მეტად გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო, 26-ე წუთზე გიორგი ბაბაიანმა გაათანაბრა!

გუნდებმა დარჩენილ დროში თითო გოლი კიდევ გაცვალეს, რომლის ავტორებიც თორნიკე გელბახიანი და ლუკა გურჩიანია. ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა! გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი, 2 სამწუთიანი ტაიმი დაინიშნა, სადაც ვერცერთმა მოახერხა გოლის გატანა. პენალტების სერიაში კი უკეთესი „ბეტისი“ აღმოჩნდა და შესაბამისად სერიაშიც დაწინაურდნენ!

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ნიკა უთრუგაშვილი და საბა გრიგალაშვილი დასახელდნენ!

მესამე თამაში „SL ACADEMY 2”-სა და „ბაქსვუდის სკოლას“ შორის შედგა, სადაც რეგულარულის სეზონის ჩემპიონებმა 12:1 იმარჯვეს!

პირველ ნახევარში 6:0 დაფიქსირდა, საიდანაც 4 გოლი ლუკა ღვინიანიძემ გაიტანა, თითო გოლის გატანა კი დაჩი ცალუღელაშვილმა და საბა მუკბანიანმა მოახერხეს ! მეორე ნახევარში დემეტრე სვანიძის ჰეთრიქი ვიხილეთ, ამასთან ერთად კი 2 გოლი საბა მუკბანიანმა გაიტანა ერთი კი ისევ დაჩი ცალუღელაშვილმა! „ბაქსვუდის“ მხრიდან პრესტიჟის გოლის ავტორი ნიკუშა რომანიძე გახლავთ!

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ღვინიანიძე დასახელდა!

ბოლო შეხვედრაში, რომელიც 3 მაისს გაიმართა „დუშეთი“ და „თენგიზ სულაქველიძის აკადემია“ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ!

ანგარიში შალვა მგალობლიშვილმა გახსნა, რასაც გიორგი ხულუზაურის გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. ტაიმის მიწურულს ბესარიონ აბრამიშვილმა კიდევ ერთხელ დააწინაურა „თსსა“! მეორე ტაიმში „აკადემიელებმა“ მათ მონაგარს კიდევ ორი გოლი დაუმატეს, ისე რომ უკან არ გაუშვიათ!

შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 1:4! ¼ ფინალის პირველი შეხვედრა „თსსა“-მ მოიგო!

საუკეთესო მოთამაშეებად გიორგი გარიშვილი და რომა ხუხია დასახლედნენ!

მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრები 9 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება!



  © SBM, 2016-2025