ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში, ოქროს ლიგის ფინალის დრო დგება!
ყველა სიახლე
4 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში, ოქროს ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ „ჯორიჯიან მანგანეზი“ და „კროკობეთი“ იქნებიან.
იქამდე კი, ერთად გავიხსენოთ გუნდების მიმდინარე სეზონი, მათი მონაგარი და შედეგები! „ჯორჯიან მანგანეზმა“ ოქროს ლიგის სატურნირო ცხრილში პირველი პოზიცია დაიკავა! ჩატარებული 6 შეხვედრიდან, 4-ის მოგება მოახერხა, 2 კი ფრედ დაასრულა. მოახერხეს 14 გოლის გატანა, ( ყველაზე მეტი) 4 კი საკუთარ კარში მიიღეს.
როგორც გუნდის, ისე ოქროს ლიგის ერთპიროვნული ბომბარდირი ბექა რაზმაძეა, რომელსაც 7 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი! ბესო ფერაძე - 4 გოლი, 4 ასისტი! ( 7 შეხვედრა ), ლევან კუჭაშვილი - 3 გოლი, 2 ასისტი! (7 შეხვედრა)
ნახევარფინალურ ეტაპზე გუნდი „საქართველოს ბანკს“ დაუპირისპირდა, სადაც 3:0 გამარჯვება შეძლო!
„კროკობეთმა“ ოქროს ლიგის ცხრილში ასპარეზობა მეორე პოზიციაზე დაასრულა! მოახერხეს 3 შეხვედრის მოგება, 1 ფრედ დაასრულეს, 2-ში კი დამარცხდნენ. მეტოქეებს გაუტანეს 8 გოლი, 4 კი უკან მიიღეს!
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორივე გუნდს რეგულარულ სეზონში, ერთნაირი რაოდენობის გოლები აქვთ გაშვებული.
„კროკო“-ს ბომბარდირი ლევან დათებაშვილია, რომლის ანგარიშზეც 4 გოლია! ( 7 შეხვედრა ), გიორგი ჩიქოვანი - 2 გოლი, 1 ასისტი! (6 შეხვედრა).
„კროკობეთი“ ნახევარფინალში „ენერგო-პროს“ დაუპირისპირდა, სადაც 3:1 იმარჯვა!
გუნდების დაპირისპირება მიმდინარე სეზონში 2-ჯერ ვიხილეთ, საიდანაც ერთ შემთხვევაში გამარჯვება „GM”-ს დარჩა, 1 კი ფრედ დასრულდა!
მე-3 ტურის შეხვედრა - 2:0! გოლების გატანა ლევან კუჭაშვილმა და ბესო ფერაძემ მოახერხეს! მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ბექა ტუღუში და გია ნინოშვილი დასახელდნენ!
მე-6 ტურის შეხვედრა - 1:1! თავი ბექა ტუღუშმა და გიორგი კუხალაშვილმა იჩინეს! მატჩის საუკეთესოებად კი გიორგი ბერბიჭაშვილი და ბექა ტუღუში დასახელდნენ!
ლიგის რეიტინგში უპირატესობა "კროკობეთს" აქვს. გასულ წელს, სწორედ ოქროს ლიგის ფინალი დათმეს "ბუკმეიკერებმა" "შსს"-სთან, თუმცა მათ მონაგარში მანამდე მოპოვებული ჩემპიონობა უკვე არის, ამასთანავე "კროკო"-ს მოგებული აქვს ვერცხლის ლიგა და სუპერლიგის მეორე ადგილოსანია, ჯამში კი 33 ქულას აგროვებს.
რაც შეეხება GM-ს, გასულ წელს ფინალი მათაც ითამაშეს და ვერცხლის პრიზიორობას დასჯერდნენ, თუმცა სუპერლიგაში. მათ აქტივში ასევე ოქროს ლიგის მეორე ადგილიცაა, წელს კი კვლავ შეეცდებიან ისტორიაში პირველი ჩემპიონობა იზეიმონ. "ჯორჯიან მანგანეზს" ლიგის რეიტინგში 23 ქულა აქვს.
გუნდების მომდევნო შეხვედრა ფინალში შედგება! მატჩი 4 მაისს, 18:30-ზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას კი SBM.GE-ზე შეძლებთ: "GM" vs "Crocobet"