ბრინჯაოს ლიგა | "ბაზისბანკი" VS "ლიბერთი ბანკი" | ფინალი

ყველა სიახლე
02 მაისი 2025

ბრინჯაოს ლიგა |

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა, ბრინჯაოს ლიგის ფინალი - "ლიბერთი ბანკი" ჩემპიონის ტიტულს "ბაზისბანკთან" დაიცავს!

გავეცნოთ გუნდების განვლილ გზას ფინალამდე და მათ მნიშვნელოვან სტატისტიკებს!

„ბაზისბანკმა“ ბრინჯაოს ლიგის ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა. 6 ჩატარებული შეხვედრიდან 5-ში გამარჯვების მოპოვება მოახერხეს, 1 შემთხვევაში კი დამარცხდნენ - 15 ქულა! მეტოქის კარში გატანილი 19 გოლი, 8 კი გაშვებული!

როგორც ლიგის, ისე გუნდის ბომბარდირი მიხეილ თოფურია გახლავთ, რომელსაც 5 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი, ამასთან ერთად მის ანგარიშზე 2 ასისტიცაა! ლევან ჩიხრაძე - 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ! (6 შეხვედრა)

„ბაზისბანკმა“ ½ ფინალურ ეტაპზე „კრედოს“ დამარცხება შეძლო ანგარიშით 4:2!

აღსანიშნავია, რომ "ბაზისბანკი" მეოთხე სეზონია ასპარეზობს ბიზნესის ჩამპიონთა ლიგაზე და გუნდმა პირველი ტიტული გასულ წელს საკვალიფიკაციო ლიგაში იზეიმა.

"ლიბერთი ბანკი" - მე-11 სეზონი, ზედიზედ მესამე ფინალი და ბრინჯაოს ლიგის მოქმედი ჩემპიონობა! მეორე პოზიცია ცხრილში, 4 მოგება და 2 მარცხი! დაგროვებული 12 ქულა! 19 გატანილი და 14 გაშვებული!

"ლიბერთის" აქტივში საკვალიფიკაციო ლიგის ჩემპიონობაცაა.

მიმდინარე სეზონში ლაშა გურგენიძე გახლავთ „ლიბერთის“ გოლეადორი - 7 შეხვედრა, 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა!

ემზარ ნადირაძე - 4 გოლი, 2 ასისტი! (6 შეხვედრა)

კახაბერ გოგოხია - 4 გოლი, 2 ასისტი! (5 შეხვედრა)

გუნდი ნახევარფინალურ ეტაპზე „TTC”-ს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვა !

მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე შემთხვევაში გამარჯვება „ბაზისბანკს“ დარჩა!

მესამე ტური - 3:2! მიხეილ თოფურიას დუბლი, ლევან ჩიხრაძის გოლი! „ლიბერთიდან“ თავი ემზარ ნადირაძემ და ლაშა გურგენიძემ იჩინეს!

მეექვსე ტური - 1:7! მიხეილ თოფურიას დუბლი, შოთა ბადალოვის დუბლი, ლევან ჩიხრაძის დუბლი და გიორგი ქებაძის ერთი გოლი!

მეტოქე გუნდიდან თავი კახა ტოგონიძემ იჩინა პრესტიჟის გოლით! შეხვედრაში ვიხილეთ 4 ყვითელი და 1 წითელი ბარათი, რომელიც კახა ტოგონიძეს ეკუთვნის! საუკეთესო მოთამაშედ ლევან ჩიხრაძე დასახელდა!

გუნდების შემდგომი დაპირისპირება ფინალში შედგება!

4 მაისი, თბილისის ოლიმპიური სასახლე, 12:30 საათი!

პირდაპირი ტრანსლაცია - SBM.GE: "ლიბერთი ბანკი" VS "ბაზისბანკი"

სანახაობრივ და დაძაბულ ფინალს გისურვებთ!



  © SBM, 2016-2025