ბრინჯაოს ლიგა | "კრედო" VS "TTC" | მატჩი III ადგილისთვის
ყველა სიახლე
4 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფური შეხვედრები გაიმართება! სათამაშო დღეს კრედო VS „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“-ს დაპირისპირებით გავხსნით.
ბრინჯაოს ლიგაში, წარმოდგენილი ორი გუნდი ბრინჯაოს მედლებისთვის ითამაშებს! მოდი ვნახოთ, თუ როგორ ფორმაში შეხვდნენ გუნდები პლეი-ოფურ სივრცეს.
„კრედომ“ სატურნირო ცხრილში, სადაც 4 გუნდი ასპარეზობდა ბოლო პოზიცია დაიკავა. ჩატარებული 6 შეხვედრიდან მხოლოდ 1-ის მოგება მოახერხეს, 5 შემთხვევაში კი დამარცხდნენ - 3 ქულა. მოახერხეს 10 ბურთის გატანა, 21 კი უკან მიიღეს. გუნდის გამორჩეული გამტანი გიორგი ნიჟარაძეა, რომელსაც 6 ჩატარებულ შეხვედრაში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული! რევაზ თარიმანაშვილი - 3 გოლი, 1 ასისტი! (7 შეხვედრა)
ნახევარფინალურ ეტაპზე „ბანკირების დერბი“ მივიღეთ, სადაც „კრედო“ „ბაზისბანკს“ დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ - 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი გამარჯვება „ბაზისბანკს“ დარჩა! რაც შეეხება „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“-ს, რეგულარული სეზონი მე-3 პოზიციაზე დაასრულეს.
მოახერხეს 2 შეხვედრის მოგება, 4 შემთხვევაში კი მარცხი იწვნიეს - 6 ქულა! გატანილი - 8 ბურთი ! გაშვებული - 13 ბურთი. ლაშა მესტვირიშვილი - 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. (6 შეხვედრა). დიმიტრი დემურაშვილი - 2 გოლი. (7 შეხვედრა)
½ ფინალში გუნდი „ლიბერთი ბანკს“ შეხვდა და ის შეხვედრა მინიმალური სხვაობით 1:0 დათმო.
ბრინჯაოს ლიგის მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ დაუპირისპირდნენ. ჩატარებული 2 შეხვედრიდან, თითო გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში. მესამე ტური - 4:1 – „TTC”-ს გამარჯვება!
თავის გამოჩენა ლაშა მესტვირიშვილმა შეძლო დუბლით, თითო გოლი კი პაპუნა ხარაიშვილმა და დიმიტრი დემურაშვილმაც გაიტანეს! „კრედოდან“ ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი ნიჟარაძეა!
მეექვსე ტური - 3:1 „კრედოს“ გამარჯვება! გიორგი ნიჟარაძის დუბლი და გიორგი წურქავას გოლი. მოწიინაღმდეგე გუნდიდან გოლის გატანა დიმიტრი დემურაშვილმა მოახერხა.
4 მაისი, 11:00 საათი, თბილისის ოლიმპიური სასახლე.
ბრძოლა მესამე ადგილისთვის!