ფუტსალის ლიგა 2-ში საჩემპიონო „გასეირნების“ დროა!
ყველა სიახლე
3 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის, ფინალური სერიის გახსნითი შეხვედრა გაიმართება - რეგულარული სეზონის ჩემპიონები, „ფალკონების“ წინააღმდეგ წარსდგებიან - "ტფილისი" vs "FLC03"!
მატჩამდე დარჩენილ დროში კი ერთად გავიხსენოთ გუნდების მიმდინარე სეზონი, მოთამაშეების მონაგარი, სტატისტიკა და განვლილი გზა ბოლო ეტაპამდე!
მაშ ასე, „ტფილისი“ - გუნდი რომელმაც რეგულარული სეზონი ცხრილის სათავეში დაასრულა და ჩემპიონის სტატუსით შეუდგა პლეი-ოფურ გზას!
„ტფილისელები“ გასული სეზონის, ლიგა 3-ის ჩემპიონებიც არიან.
რეგულარული სეზონში გუნდმა 14 თამაშიდან 10-ის მოგება მოახერხა, 2 ფრედ დაასრულა, 2 კი დათმო - 32 ქულა!
გატანილი ბურთების რაოდენობა - 83 ( ყველაზე მეტი)!
გაშვებული ბურთების რაოდენობა - 37 ( ყველაზე ცოტა)!
გუნდის ერთპიროვნული ბომბარდირი ლაშა ჯიქიაა, რომელსაც 18 ჩატარებულ შეხვედრაში 20 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვს დაგროვებული!
საბა ეგრისელაშვილი - 18 გოლი და 11 საგოლე გადაცემა (გუნდის საუკეთესო ასისტენტი ), (18 შეხვედრა)
გეგა კოშაძე - 16 გოლი და 10 ასისტი, (18 შეხვედრა)!
„ტფილისელების“ გზა ¼ ფინალში გაგრძელდა, სადაც მათი მეტოქე „გორი“ იყო. სერიის დახურვა ორ შეხვედრაში, ძალიან მარტივად მოახერხეს!
პირველი შეხვედრა - 10:3, მეორე შეხვედრა - 9:2.
შემდეგ იყო ნახევარფინალი და „თსუ 2“. „ტფილისმა“ „უნივერსიტეტელებთან“ ორივე შეხვედრაში იდენტური ანგარიში - 6:1 დააფიქსირა და ფინალის „საგზური“ მოიპოვა!
რაც შეეხება „FLC 03”-ს, გუნდმა რეგულარული სეზონი ბოლოდან მეორე, მე-7 პოზიციაზე დაასრულა. ჩატარებული 14 შეხვედრიდან 3-ის მოგება მოახერხეს, ხოლო 11 შემთხვევაში დამარცხდნენ. გაიტანეს ყველაზე ცოტა (ილიაუნთან ერთად) 44 გოლი და გაუშვეს 66, რაც „გორის“ შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
„ფალკონების“ მთავარი გამტანი გიორგი ხმალაძეა, რომლის ანგარიშზეც 12 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა! (11 შეხვედრა)
დავით ბერაძე - 8 გოლი, 6 ასისტი! (18 თამაში)
ბექა მირიანაშვილი - 8 გოლი, 3 საგოლე გადაცემა! (11 თამაში)
გუნდმა დაიწყო პლეი-ოფური შეხვედრები და წარმართა სრულიად განსხვავებულად, ვიდრე ეს რეგულარულ სეზონში იყო. „ფალკონების“ პირველი მეტოქე ვიცე-ჩემპიონი, „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ იყო. სერია საკმაოდ დაძაბული გამოდგა!
პირველი შეხვედრა - 4:6! - ბათუმში „FLC 03” იგებს და ანგარიშიც მიჰყავს.
მეორე შეხვედრა - 4:4 [2:0] (დამატებითი დრო) – „ბსსა“ ათანაბრებს!
მესამე გადამწყვეტი შეხვედრა - 3:5! – „ფალკონებმა“ ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს!
½ ფინალში გუნდის მეტოქე მესამე ადგილზე გასული „სეუ“ იყო!
„FLC 03” ორივე შეხვედრაში იდენტური ანგარიშის დაფიქსირებას ახერხებს - 3:2 და ვიცე-ჩემპიონის შემდგომ, მესამე ადგილოსანიც გამოთიშეს სერიას. სწორედ ასე მოიპოვა გუნდმა ფინალში თამაშის უფლება!
ფინალისტების გზები მიმდინარე სეზონში ორჯერ გადაიკვეთა, გამარჯვება კი ორივე შემთხვევაში "დედაქალაქელებს" დარჩათ!
მე-4 ტური - 1:5! „ტფილისელთა“ მხრიდან თავი იჩინეს: გიორგი თოდუამ, გურამ ნადარეიშვილმა, ლაშა ხარაიშვილმა (დუბლი) და გეგა კოშაძემ!
„FLC 03”-დან ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი ტაბახმელაშვილია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ბექა მირიანაშვილი და ლაშა ხარაიშვილი დასახელდნენ!
მე-11 ტური - 5:0! ნიკა ოთინაშვილის დუბლი, საბა ეგრისელაშვილის, ომარ ასაშვილის და ლაშა ხარაიშვილის გოლები!
ასე და ამგვარად, გუნდების შემდგომი შეხვედრა პირდაპირ ფინალში შედგება!
3 მაისი, 21:30 საათი, თბილისის ოლიმპიური სასახლე !
პირდაპირი ტრანსლაცია - SBM.GE "ტფილისი" vs "FCL03"
გულშემატკივარს გისურვებთ საინტერესო, სანახაობრივ და დაძაბულ შეხვედრებს!