ფუტსალის ლიგა 2-ის ბრინჯაოს მედლებისთვის „თსუ 2“ და „სეუ“ ითამაშებენ!
ყველა სიახლე
მოგეხსენებათ, ფუტსალის ლიგა 2-ში საფინალო სერიები იღებს სტარტს, ჩემპიონთან და ვიცე-ჩემპიონთან ერთად კი გამოსარკვევი მესამე ადგილოსანიც გვყვავს!
გუნდები, რომლებმაც რეგულარული სეზონი მესამე (სეუ) და მეხუთე (თსუ2) პოზიციებზე დაასრულეს, ასპარეზობა ¼ ფინალში განაგრძეს!
„სეუელებმა“ ჩატარებული 14 შეხვედრიდან 9-ის მოგება მოახერხეს, 2 ფრედ დაასრულეს, 2 კი დათმეს! (29 ქულა). მოახერხეს 60 გოლის გატანა, 51 კი საკუთარ კარში მიიღეს. გუნდის ბომბარდირი სანდრო ობოლაძეა, რომლის ანგარიშზეც 18 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა! (18 თამაში)
ანდრია ძიძიგური - 13 გოლი, 4 ასისტი! (18 თამაში)
ნიკა ბიძინაშვილის მონაგარში კი 12 გოლთან ერთად, 18 საგოლე გადაცემაცაა, რაც ლიგა 2-ის საუკეთესო შედეგია! (16 თამაში)
გუნდი ¼ ფინალურ ეტაპზე „ილიაუნს“ დაუპირისპირდა, სადაც სერია 2 შეხვედრაში დახურა. პირველი მატჩი - 4:2. მეორე მატჩი - 4:4 [2:0].
შემდეგ იყო ნახევარფინალი „FLC 03”-თან, სადაც „უნივერსიტეტელებმა“ ორივე შეხვედრა დათმეს და საფინალო სერიაში გასვლა ვერ მოახერხეს. რაც შეეხებათ „თესეუელებს“, რეგულარულ სეზონში გუნდმა 6 შეხვედრის მოგება მოახერხა, 2 ფრედ დაასრულა, 6-ში კი დამარცხდა! (20 ქულა)
გატანილი 46 და გაშვებული 45 გოლი!
გუნდის ბომბარდირი გიორგი ხაბალაევი გახლავთ, რომელსაც 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული! (9 თამაში)
ილარიონ ფიფია - 9 გოლი, 2 ასისტი! (15 თამაში)
„თსუ 2“ მეოთხედფინალურ ეტაპზე „ქუთაისს“ დაუპირისპირდა და სერიაში გამარჯვება 3 შეხვედრის შედეგად მოახერხა!
პირველი შეხვედრა - 3:3 [1:1] (დამატებითი დრო) [4:5] ( პენალტების სერია) ! „თსუ 2“ დაწინაურდა.
მეორე შეხვედრა - 2:2 [1:0] „ქუთაისი“ ათანაბრებს ანგარიშს!
მესამე გადამწყვეტი შეხვედრა - 2:5!
½ ფინალში გუნდი რეგულარული სეზონის ჩემპიონს, „ტფილისს“ დაუპირისპირდა და სერიაში 2-0 დამარცხდა.
პირველი თამაში - 6:1!
მეორე თამაში - 6:1!
მიმდინარე სეზონში „საუნივერსიტეტო დერბი“ ორჯერ ვიხილეთ, საიდანაც გამარჯვება ორივე შემთხვევაში „სეუს“ დარჩა!
პირველი ტური - 5:4! - ვიხილეთ ლუკა ალანიას დუბლი, გიორგი გუზიტაშვილის და სანდრო ობოლაძის გოლები!
„თესეუელთა“ მხრიდან თავი ილარიონ ფიფიამ იჩინა 2 გატანილი ბურთით, ასევე ვნახეთ ზაზა გაბაიძის და რამინ ბერაიას თითო გოლიც!
MVP- ლუკა ალანია!
MVP- რამინ ბერაია!
მერვე ტური - 1:3! - რამინ ბერაიას ერთადერთი გოლი „თსუ 2“-დან, რაც შეეხება „სეუს“ - ნიკა ბიძინაშვილმა და სანდრო ობოლაძემ იჩინეს თავი! ასევე ვნახეთ ცოტნე ჩილაჩავას ავტოგოლი.
შეხვედრის საუკეთესოებად ცოტნე ჩილაჩავა და ნიკა ბიძინაშვილი დასახელდნენ!
მესამე ადგილისთვის შეხვედრა 3 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება!
მატჩი 16:30-ზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას SBM.GE-ზე შეძლებთ: SEU vs TSU2