"SL Academy" vs UG2 - ფუტსალის ლიგა 3-ში ფინალური სერია იწყება!
ყველა სიახლე
3 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის, ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გაიმართება!
„SL ACADEMY” VS „UG 2” - გავიხსენოთ გუნდების განვლილი გზა ფინალამდე, მათი სტატისტიკები და შედეგები.
„სასკოლო აკადემია“ - გუნდი, რომელმაც რეგულარული სეზონი პირველ პოზიციაზე დაასრულა და პლეი-ოფს ჩემპიონის სტატუსით შეხვდა. ამასთან ერთად „აკადემიელები“ გასული სეზონის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონებიც არიან!
14 ჩატარებული შეხვედრიდან 10-ში გამარჯვების მოპოვება მოახერხეს, 3 შეხვედრაში დამარცხდნენ, 1 კი ფრედ დაასრულეს - 31 ქულა !
ყველაზე მეტი, 79 გატანილი ბურთი რეგულარულ სეზონში, 39 კი საკუთარ კარში მიიღეს.
გუნდის ბომბარდირი გიორგი აირაპეტიანი გახლავთ, რომელსაც ჩატარებულ 16 შეხვედრაში 21 გოლი აქვს გატანილი! ამასთან ერთად მის ანგარიშზე 16 საგოლე გადაცემაცაა.
ლევან გუგუციძე - 16 გოლი და ასისტი (გუნდის საუკეთესო ასისტენტი აირაპეტიანთან ერთად)! (14 თამაში)
გუნდი ¼ ფინალურ ეტაპზე „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს“ დაუპირისპირდა და სერია მარტივად 2 თამაშში დახურა! პირველი მატჩი - 8:2! მეორე მატჩი - 4:6!
შემდეგ იყო ნახევარფინალური ეტაპი, სადაც „რუსთავს“ დაუპირისპირდნენ და სერიაში „ქამბექის“ შესრულება მოუწიათ. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრები ვიხილეთ!
პირველ შეხვედრა - 6:8! – „რუსთავი“ დაწინაურდა.
მეორე შეხვედრა - 4:3! – „აკადემია“ ათანაბრებს!
მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა - ძირითადი დრო 5:5! დამატებითი დრო [1:0] - სწორედ ასე მოიპოვა „აკადემიამ“ ფინალის საგზური!
რაც შეეხებათ „უნივერსიტეტელებს“ - როგორც უკვე ვთქვით, გუნდი რეგულარული სეზონის ვიცე-ჩემპიონად ითვლება!
14 გამართული შეხვედრიდან, 10-ის მოგება მოახერხეს, ხოლო 4 შემთხვევაში დამარცხდნენ - 30 ქულა.
გატანილი 68 გოლი მოწინააღმდეგის კარში, გაშვებული კი 45.
საუკეთესო გამტანი - ნიკა კუპრავიშვილი, რომელსაც 21 გოლი აქვს დაგროვებული 19 შეხვედრაში. შაკო გუგუნავა გახლავთ გუნდის საუკეთესო მეპასე - 9 ასისტი! მირიან შარაშენიძე - 14 გოლი 18 ჩატარებულ შეხვედრაში!
„UG 2”-ის პლეი-ოფური ისტორია „აწსუ“-სთან დაიწყო. სერიის ბედი 3 მატჩში გადაწყდა.
პირველი შეხვედრა - მინიმალური სხვაობით ახერხებს „UG 2” გამარჯვების მოპოვებას 1:0!
მეორე შეხვედრა - ქუთაისში გამართულ დაძაბულ თამაშში ახერხებს „აწსუ“ გათანაბრებას - 6:5!
მესამე გადამწყვეტი შეხვედრა - ასევე დაძაბული და სანახაობრივი მატჩი, სადაც ფინალში გასვლას „UG 2” ახერხებს - 4:3 !
შემდეგ იყო ნახევარფინალი „ევროპის უნივერსიტეტთან“.
პირველი მატჩი - 4:3
მეორე მატჩი - 2:1 - სერია ორ თამაშში დახურეს და ფინალის საგზურიც გაინაღდეს.
მიმდინარე სეზონში ფინალისტების გადაკვეთა ორჯერ შედგა და პირად დაპირისპირებაში ანგარიში 1:1-ია ! მე-5 ტური - 4:3! გამარჯვება „უნივერსიტეტელებს“ დარჩათ. ვიხილეთ გიორგი გურულის, ნიკა კუპრავიშვილის, ნოდარ მწითურის და მირიან შარაშენიძის გოლები! „აკადემიელთა“ მხრიდან თავი გიორგი აირაპეტიანმა იჩინა დუბლით, ამასთან ერთად კი ლუკა ღვინიანიძემაც იჩინა თავი ერთი გატანილი ბურთით! შეხვედრაში ვნახეთ 1 ყვითელი ბარათიც.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ნოდარ მწითური და ნიკოლოზ გოგოხია დასახელდნენ!
მე-12 ტური - 5:2 „სასკოლო აკადემიის სასარგებლოდ“! გიორგი აირაპეტიანმა მოახერხა ამ შემთხვევაშიც დუბლის შესრულება, დემეტრე სვანიძემ, ნიკოლოზ თანდაშვილმა და გიორგი სონღულაშვილმა თითო გოლის გატანა შეძლეს! მოწინააღმდეგე გუნდიდან ორივე გოლის გატანა ნიკა კუპრავიშვილმა შეძლო. შეხვედრაში ნაჩვენები იყო 4 ყვითელი ბარათი.
MVP-ნიკოლოზ თანდაშვილი!
MVP-ნიკა კუპრავიშვილი!
გუნდების მომდევნო შეხვედრა კი პირდაპირ ფინალში შედგება. 3 მაისი, 19:00 საათი, თბილისის ოლიმპიური სასახლე!
პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას SBM.GE-ზე შეძლებთ: SL Academy vs UG2
სასიამოვნო საფინალო „გასეირნებას“ გისურვებთ!