"რუსთავი" VS EU - ბრძოლა ფუტსალის ლიგა 3-ის III ადგილისთვის!
ყველა სიახლე
ფუტსალის ლიგა 3-ის მესამე ადგილისთვის "რუსთავი" და "EU" ითამაშებენ. იქამდე კი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გუნდების განვლილი გზა მიმდინარე სეზონში.
„რუსთაველებმა“ სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიცია, 17 ქულით დაიკავეს - მოიგეს 5 შეხვედრა, 2 ფრედ დაასრულეს, 7 შემთხვევაში კი დამარცხდნენ. მოახერხეს 67 გოლის გატანა მოწინააღმდეგის კარში, 66 კი უკან მიიღეს. როგორც გუნდის, ისე ფუტსალის ლიგა 3-ის ერთპიროვნული ბომბარდირი ლევან მჭედლიშვილი გახლავთ, რომლის ანგარიშზეც 17 ჩატარებულ შეხვედრაში 46 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა!
ნიკოლოზ ტურიაშვილი - 19 გოლი და 22 საგოლე პასი - საუკეთესო შედეგი! (17 თამაში)
„რუსთავი“ ¼ ფინალში „ავლაბარს“ დაუპირისპირდა, სერიის დახურვა კი 2 შეხვედრაში შეძლეს. პირველი თამაში - 3:7. მეორე თამაში - 7:7 [0:1] (დამატებითი დრო). შემდეგ იყო ნახევარფინალი რეგულარული სეზონის ჩემპიონთან, „SL ACAMDEMY 2”-თან, რომლის სერიაც ძალზედ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველი მატჩი - 6:8! „რუსთავი“ სერიაში დაწინაურდა. მეორე მატჩი - 4:3! „აკადემიის ბიჭები“ ათანაბრებენ ანგარიშს.
მესამე გადამწყვეტი მატჩი - 5:5! [1:0] (დამატებითი დრო) „სასკოლო აკადემია“ სერიას ხურავს და ფინალში გადის!
ასე და ამგვარად ვერ მოახერხეს „რუსთველებმა“ ფინალის საგზურის მოპოვება.
რაც შეეხება „EU”-ს, გუნდმა რეგულარული სეზონი მესამე პოზიციაზე დაასრულა. ჩატარებული 14 შეხვედრიდან 9-ის მოგება მოახერხეს, 3 ფრედ დაასრულეს და 2 მატჩი დათმეს - 30 ქულა! მოახერხეს 63 გოლის გატანა, 40 კი უკან მიიღეს!
დავით ბაბუციძე - 14 გოლი, 7 საგოლე პასი! (18 შეხვედრა)
გიორგი თარხნიშვილი - 11 გოლი, 9 ასისტი! (16 შეხვედრა)
პლეი-ოფში „უნივერსიტეტელების“ პირველი მეტოქე „ბათუმის სპორტული ცენტრი“ იყო და სერიაში 2-0 იმარჯვეს. პირველი თამაში - 2:2 [1:0] (დამატებითი დრო)! მეორე თამაში - 3:0!
შემდეგ იყო ნახევარფინალი „UG 2”-თან, სადაც გუნდი ორივე მატჩში მინიმალური სხვაობით დამარცხდა. პირველი მატჩი - 4:3. მეორე მატჩი - 1:2.
სწორედ ამ თამაშის შემდგომ გადმოერთო „EU” მესამე ადგილისთვის ბრძოლაში.
მიღებული წყვილი მიმდინარე სეზონში 2-ჯერ შეხვდა ერთმანეთს, საიდანაც გამარჯვება ორივე შემთხვევაში „ევროპის უნივერსიტეტს“ დარჩა!
მესამე ტური - 5:6! – „EU”-დან დუბლით იჩინეს თავი გიორგი გიორგაძემ და გივი ყურაშვილმა, ლუკა ბიბლაიამ მოახერხა ერთი გოლის გატანა და ერთიც საკუთარ კარში იაკობ სარდალიშვილმა გაიტანა!
„რუსთაველთაგან“ ჰეთრიქი შეასრულა ლევან მჭედლიშვილმა, ხოლო დუბლი კი ნიკოლოზ ტურიაშვილმა! მატჩში ასევე ვნახეთ 4 ყვითელი და 1 წითელი ბარათი! (ლევან მჭედლიშვილი). საუკეთესოებად კი გიორგი გიორგაძე და ლევან მჭედლიშვილი დასახელდნენ.
მე-10 ტური - 4:3! გოლების ავტორები - დავით ბაბუციძე, გიორგი თარხნიშვილი, ვახტანგ კუსიანი, გიორგი ცირღილაძე!
„რუსთავიდან“ დუბლის ავტორი ლევან მჭედლიშვილია, ერთი გოლი კი ნიკოლოზ ტურიაშვილის ანგარიშზეა!
შეხვედრაში ნაჩვენები იყო 3 ყვითელი ბარათი.
MVP- გიორგი თარხნიშვილი!
MVP- ნიკოლოზ ტურიაშვილი!
გუნდების პირველი დაპირისპირება 3 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება. დაწყების დრო - 14:00.
პირდაპირი ტრანსლაცია SBM.GE-ზე EU vs Rustavi