ახალგაზრდული ლიგა | 1/4 ფინალი - დუშეთი VS სულაქველიძის აკადემია
ყველა სიახლე
ფუტსალი ახალგაზრდული ლიგის ¼ ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები 3 მაისს დაიხურება. ერთმანეთის პირისპირ „დუშეთი“ და „სულაქველიძის აკადემია“ წარსდგებიან!
„დუშეთელებმა“ რეგულარული სეზონი მე-2 პოზიციაზე, 31 ქულით დაასრულეს. მოახერხეს 57 გოლის გატანა მოწინააღმდეგის კარში, ხოლო 43 უკან მიიღეს. გუნდის ანგარიშზეა - 10 მოგება, 3 წაგება და 1 ფრე!
„დუშეთის“ ბომბარდირი გიორგი არაბული გახლავთ 11 გატანილი გოლით, ამასთან ერთად მის ანგარიშზე 4 საგოლე პასიცაა! (12 თამაში)
ცოტნე ლალიაშვილი - 8 გოლი, 6 ასისტი! (13 თამაში)
საგოლე გადაცემების მხრივ გუნდიდან ლაზარე ჯავაშვილი გამოირჩვა, რომლის ანგარიშზეც 8 ასისტია! (12 თამაში)
„სულაქველიძის აკადემიიდან“ ამ მხრივ უდავოდ გამორჩეული ბესარიონ აბრამიშვილია, რომელსაც 23 გოლი აქვს მეტოქის კარში გატანილი და ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციასაც იკავებს! (9 თამაში)
თეიმურაზ კრავეიშვილი - 9 გოლი, 7 ასისტი! (11 თამაში)
რომა ხუხია - 9 გოლი, 5 ასისტი! (11 თამაში)
„აკადემიელებს“ ყველაზე მეტი - 83 გოლი აქვთ გაშვებული, 62 გოლის გატანა კი მოწინააღმდეგის კარში მოახერხეს. 3 მოგება, 1 ფრე და 10 მარცხი.
ჩატარებული 2 შეხვედრიდან გამარჯვებას ორივეჯერ „დუშეთელები“ დასჯერდნენ.
მე-5 ტური (7:5) - ვიხილეთ ცოტნე ლალიაშვილის დუბლი, გიორგი ლალიაშვილის, გიორგი ხულუზაურის და ლექსო ჭინჭარაულის გოლები!
„აკადემიელთაგან“ გიორგი ბოჭორიშვილმა შემოგვთავაზა დუბლი, ასევე ვნახეთ რომა ხუხიას, შალვა მგალობლიშვილის და ილია გეწაძის გოლებიც!
შეხვედრაში ნაჩვენები იყო 2 ყვითელი და 1 წითელი ბარათი.
MVP- ცოტნე ლალიაშვილი!
MVP- გიორგი ბოჭორიშვილი!
მე-12 ტური (3:6) - რომა ხუხიას ორი და თეიმურაზ კრავეიშვილის ერთი გოლით წარმოაჩინეს თავი „ნომინალურმა მასპინძლებმა“. „დუშეთი“ - ცოტნე ქავთარაძე 2 გოლი, გიორგი არაბული 2 გოლი, ანდრია ქავთარაძის და ლუკა თანდილაშვილის თითო ბურთი.
მატჩში ასევე ვიხილეთ 4 ყვითელი და 1 წითელი ბარათიც, რომელიც თეიმურაზ კრავეიშვილს ეკუთვნის.
MVP - ილია გეწაძე!
MVP - გიორგი ქავთრაძე!
დაპირისპირება 3 მაისს, 12:00 - საათზე გაიმართება.
წინ პლეი-ოფია!