ევროპაბეთი-ავერსი 1:1(პენ 3:2) მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
11 ივნისი 2017

ევროპაბეთი-ავერსი 1:1(პენ 3:2) მატჩის შემდგომი კომენტარები

ვერცხლის  ლიგის  ოთხივე  ნახევარფინალისტი ცნობილია.  საკმაოდ  დაძაბული  და  დრამატული  გამოდგა  მეოთხედ  ფინალური  ეტაპის  მესამე  გადამწყვეტი  შეხვედრა  ევროპაბეთსა და  ავერსს  შორის, მატჩის  ძირითადი   დრო ფრედ  1:1 დასრულდა  და   ნახავერფინალის  საგზურის  ბედი  7  მეტრიანების  სერიამ  გაარკვია,  საფეხბურთო  ლატარიაში  "ბუკმეიკერებს"  უფრო  მეტად  გაუმართლათ -  3:2 ევროპაბეთის  სასარგებლოდ.

 მეოთხედფინალური  ეტაპის  პირველი  შეხვედრა  გუნდებს  შორის  ფრედ  1:1  დასრულა  და  ამ  შეხვედრაშიც   ევროპაბეთმა  პენლების  სერიაში  შეძლო  3:2 გამარჯვება,  მეორე  მატჩი   ავერსთან  მინიმალური  ანგარიშის  სხვაობით  0:1  დათმო.   მომდევნო  ეტაპზე ევროპაბეთის   მეტოქე  საქართველოს  ბანკი  იქნება.  გუნდებს  შორის  შეხვედრა  18  ივნისს  გაიმართება. 

 კობა  სებუა, ავერსი: “მადლობა  მინდა  ვუთხრა  მოწინააღმდეგეს  ძალიან  დაძაბული შეხვედრა  იყო, ლატარიაში სამწუხაროდ მეორედ  წავაგეთ, იმედი  მაქვს  სამომავლოდ მაინც მოგვეცემა რევანშის საშუალება".

გოგა  მამარდაშვილი, ევროპაბეთი: „მესამე  შეხვედრაც  დაძაბული  იყო ავერსთან , ძალიან მაგრად ვემზადებოდით ამ მატჩისთვის და პრინციპში ბოლომდე დავიხარჯეთ, ბოლო წამამდე ვაგებდით და პენლებში გავიმარჯვეთ.  რაც შეეხება საქართველოს ბანკს  ჩვენთვის  უხერხული  მეტოქეა, შევეცდებით  ჩვენი  თამაში ვაჩვენოთ." 



  © SBM, 2016-2024