ახალგაზრდული ლიგა | 1/4 ფინალი - გრანდ ავლაბარი VS ბეტისის აკადემია

ყველა სიახლე
29 აპრილი 2025

ახალგაზრდული ლიგა | 1/4 ფინალი - გრანდ ავლაბარი VS ბეტისის აკადემია

პლეი-ოფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს (4) „გრანდ ავლაბარი“ და (5) „ბეტისის აკადემია“ დაუპირისპირდებიან!

გუნდებმა რეგულარული სეზონი ერთმანეთის მეზობლად, მე-4 და მე-5 პოზიციებზე დაასრულეს.

„გრანდ ავლაბარი“ –  დაგროვებული 21 ქულა, 7 მოგება, 7 წაგება. მოახერხეს 55 გოლის გატანა, 50 კი საკუთარ კარში მიიღეს.

გიორგი ბაბაიანი - „ავლაბრელთა“ ბომბარდირი, 17 გატანილი გოლით და 7 საგოლე გადაცემით! (13 თამაში)

ლუკა გურჩიანი - 10 გოლი, 4 ასისტი! (7 თამაში)

„ბეტისის აკადემია“ - მოახერხეს 18 ქულის მოგროვება, მოიგეს 6 თამაში, 8 კი დათმეს. ბურთების თანაფარდობა: 43-42.

გიორგი ნოზაძე - 13 გატანილი გოლი! (12 თამაში)

ლევან ნაჭყებია - 6 გოლი 7 თამაშში!

რეგულარულ სეზონში გუნდებს შორის ანგარიში 1:1-ია. მე-5 ტური (2:3) - მატჩში „ავლაბრიდან“ დუბლით მოახერხა თავის გამოჩენა გიორგი ბაბაიანმა, ერთი გოლი კი ილია ნუცუბიძის ანგარიშზეა. „აკადემიელთაგან“ გოლების გატანა გიორგი ნოზაძემ და თორნიკე გელბახიანმა შეძლეს.

საუკთესოებად თორნიკე გელბახიანი და გიორგი ბაბაიანი დასახლედნენ. შეხვედრაში ვიხილეთ 2 ყვილეთი და 1 წითელი ბარათი.

მე-12 ტური (0:5) - ამ შეხვედრაში „ბეტისმა“ საკმაოდ სოლიდური ანგარიშით იმარჯვა. ვიხილეთ გიორგი ნოზაძის დუბლი, ლევან ნაჭყებიას, თორნიკე გელბახიანისა და დავით ყულიაშვილის გოლები. მატჩის საუკეთესოდ „ბეტისელთა“ მეკარე, საბა მორჩილაძე დასახელდა!

გუნდების მესამე გადაკვეთა ისევ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოხდება, ამჯერად პლეი-ოფში, 2 მაისს, 19:00 საათზე.



  © SBM, 2016-2025