ახალგაზრდული ლიგა | 1/4 ფინალი - SL ACADEMY2 VS ბაქსვუდის სკოლა
ყველა სიახლე
ახალგაზრდული ლიგის რეგულარული სეზონის ჩემპიონების, "ს.ლ. აკადემია 2"-ის მეტოქე 1/4 ფინალში „ბაქსვუდის სკოლა“ იქნება!
„აკადემიის ბიჭებმა“ სატურნირო ცხრილში პირველი პოზიცია 37 ქულით დაიკავეს და პლეი-ოფს რეგულარული სეზონის ჩემპიონის სტატუსით ხვდებიან.
„SL ACADEMY 2” - მოახერხეს ყველაზე მეტი 97 გოლის გატანა, საკუთარ კარში კი ყველაზე ცოტა 38 ბურთი მიიღეს!
გუნდის მონაგარში 12 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხია!
ერთპიროვნული ბობარდირი დემეტრე სვანიძე გახლავთ, რომელსაც 20 გოლი და 11 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული! (13 თამაში)
ლუკა ღვინიანიძე - 17 გოლი, ასისტი! (14 თამაში)
დაჩი ცალუღელაშვილი - 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემა - პირველი ადგილი საუკეთესო ასისტენტებში ! (12 თამაში)
„ბაქსვუდის სკოლამ“ ცხრილში ბოლო პოზიცია დაიკავა.
გუნდმა 9 ქულის დაგროვება შეძლო, გაიტანა ყველაზე ცოტა 34 გოლი და გაუშვა 70 გოლი.
გუნდის მონაგარშია 11 წაგება და 3 გამარჯვება.
გიორგი ფირცხალაშვილი - 7 გატანილი გოლი! (8 თამაში)
დავით ჯობავა - 6 გოლი, 8 საგოლე გადაცემა! (14 თამაში)
რეგულარულ სეზონში ჩატარებული 2 შეხვედრიდან, გამარჯვება ორივე შემთხვევაში დიდი ჰანდიკაპით, „აკადემიელებს“ დარჩათ.
მე-5 ტური (7:1) - ლუკა მიქაბერიძის დუბლი, ლუკა ღვინიანიძის დუბლი, დემეტრე სვანიძის დუბლი და დემეტრე ჩხეიძის ავტოგოლი. „ბაქსვუდიდან“ პრესტიჟის გოლი კონსტანტინე სამუშიამ გაიტანა.
MVP - დემეტრე სვანიძე!
MVP - კონსტანტინე სამუშია!
მე-12 ტური (2:8) - ნიკოლოზ გოგოხიას პოკერი, დაჩი ცალუღელაშვილის დუბლი, დემეტრე სვანიძის და გაბრიელ წეროძის თითო გოლი! „ბაქსვუდელთა“ მხრიდან დუბლით იჩინა თავი ნიკოლოზ დიხამინჯიამ.
საუკეთესოებად კი ნიკო ფარულავა ( მეკარე ) და დაჩი ცალუღელაშვილი დასახელდნენ!
1/4 ფინალური შეხვედრა 2 მაისს, 20:30-ზე გაიმართება!