2 მაისს ახალგაზრდულ ლიგაში პლეი-ოფური ეტაპი აიღებს სტარტს!
ყველა სიახლე
2 და 3 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ახალგაზრდული ლიგის ¼ ფინალური წყვილები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, იქამდე კი უფრო სიღრმისეულად გავეცნოთ გუნდებს და მათ მონაგარს!
პირველ შეხვედრაში მესამე ადგილოსანი „ლოგოსი“ მეექვსე ადგილას გასულ „კომაროვს“ დაუპირისპირდება.
„ლოგოსმა“ 14 ჩატარებულ შეხვედრაში 28 ქულის დაგროვება შეძლო, „კომაროველებმა“ კი 12 ქულას მოუყარეს თავი!
„ლოგოსი“- 4 წაგება, 9 მოგება და 1 ფრე. გატანილი 72 გოლი, საკუთარ კარში კი 57 ბურთი მიიღეს!
ლევან ბენდელიანი გახლავთ როგორც ლოგოსის, ისე ახალგაზრდული ლიგის ერთპირვონული ბომბარდირი - 9 შეხვედრაში გატანილი 25 გოლით!
შოთა კუპრავა - 13 გოლი და 11 საგოლე გადაცემა! (13 თამაში)
„კომაროვი“ – 10 წაგება, 4 მოგება. გატანილი 38, გაშვებული კი 70 ბურთი.
დემეტრე კუხალაშვილი - 10 გოლი, 6 ასისტი! (14 თამაში)
რევაზ ჯაფარიძე - 7 გატანილი გოლი 12 თამაშში!
გუნდების გზა მიმდინარე სეზონში ორჯერ გადაიკვეთა და ორივე შემთხვევაში გამარჯვება „ლოგოსელებს“ დარჩათ!
მე-5 ტური (10:2) - მატჩში ვიხილეთ ლევან ბენდელიანის პოკერი, შოთა კუპრავას დუბლი, ილია ბოცვაძის, ბესო ადამაშვილის, გიგა გამრეკელის და ანდრია ცინცაძის თითო გატანილი ბურთი!
„კომაროველთა“ მხრიდან თავის გამოჩენა ლუკას ცანავამ და ამირან ქართველიშვილმა მოახერხეს!
შეხვედრაში იყო ორი გაფრთხილებაც, რომელიც ლუკას ცანავას და ბესო ადამაშვილს ეკუთვნით.
მე-12 ტური (1:2) - ოთარ ქარჩავას და გიგა გამრეკელის გატანილი ორი გოლით შეძლეს „ნომინალურმა მასპინძლებმა“ გამარჯვების მოპოვება!
„კომაროვიდან“ პრესტიჟის გოლი მატჩის მიწურულს, დემეტრე კუხალაშვილმა გაიტანა!
გუნდების დაპირისპირება 2 მაისს, 17 საათსა და 30 წუთზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება!