ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის რეგულარული სეზონი დასრულებულია!

ყველა სიახლე
17 აპრილი 2025

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის რეგულარული სეზონი დასრულებულია!

12 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ახალგაზრდული ლიგის, დასკვნითი ტურის შეხვედები გაიმართა.

გახსნით მატჩში ერთმანეთს „გრანდ ავლაბარი“ და „დუშეთი“ დაუპირისპირდნენ!

მატჩის ანგარიში გიორგი არაბულის გოლით გაიხსნა, პირველი ნახევრის მიწურულისკენ კი მათე გოგოხიამ შეძლო გათანაბრება და შესვენებაზე 1:1 ანგარიშით გავიდნენ გუნდები. მეორე ნახევარში სრული უპირატესობით გამოირჩნენ „დუშეთელები“, რაც ანგარიშზეც ნათლად აისახა.

„დუშეთის“ ბიჭებმა მიჯრით 5 გოლის გატანა და შეხვედრისთვის წერტილის დასმა მოახერხეს.

დუბლის შესრულება გიორგი არაბულმა და გიორგი ხულუზაურმა მოახერხეს, თითო გოლი კი გიორგი ქავთარაძემ და ცოტნე ლალიაშვილმა გაიტანეს!

შეხვედრის საუკეთესოებად ნიკა უთრუგაშვილი და ცოტნე ქავთარაძე დასახელდნენ.

მეორე მატჩში ერთმანეთს „ბეტისის აკადემია“ და „ლოგოსი“ დაუპირისპირდნენ.

პირველ ტაიმში ერთადერთი გატანილი გოლი ვიხილეთ, რომელიც დავით ყულიაშვილს ეკუთვნის, სწორედ ამ გოლით მოახერხა „ბეტისმა“ ტაიმის მოგება. მეორე ნახევარის დასაწყისში „აკადემიელების“ უპირატესობა ორ ბურთამდე გიორგი ნოზაძემ, დავით ყულიაშვილის გადაცემის შედეგად გაზარდა!

მატჩის ბოლო 10 წუთიანი მონაკვეთი „ლოგოსის“ იყო, გუნდი საკმაოდ ბევრ რეალურ მომენტს ქმნიდა გოლის გასატანად, თუმცა თავის მხრივ დამაჯერებლად გამოიყურებოდა „ბეტისელთა“ კარის დარაჯი, საბა მორჩილაძე. 35-ე წუთზე შოთა კუპრავას გამოზომილი გადაცემის შემდეგ, ილია ბოცვაზემ 1-მდე შეამცირა სხვაობა. დარჩენილ დროში გათანაბრების შანსები კიდევ ჰქონდათ „ნომინალურ სტუმრებს“, მაგრამ საბა მორჩილაძე მეორედ ვეღარ „გატეხეს“!

ს.ა. – 2:1! „ლოგოსის“ 10 მატჩიანი წაუგებელი სერია „ბეტისმა“ დაასრულა!

MVP- საბა მორჩილაძე!

MVP- ილია ბოცვაზე!

მესამე შეხვედრა - „კომაროვი“ VS „ბაქსვუდის სკოლა“

მატჩის დაწყებამდე, გუნდებს თანაბარი რაოდენობის  ქულათა მაჩვენებელი ჰქონდათ - 9. სატურნირო ცხრილში ადგილის გასარკვევად კი მნიშვნელოვანი თამაში იყო. მე-7 და მე-10 წუთზე გოლები რევაზ ჯაფარიძემ და ალიკ სარქისიანმა გაცვალეს 1:1. ამის შემდეგ ვნახეთ „კომაროველთა“ ზედიზედ გატანილი 4 გოლი, ტაიმის მიწურულს კი ერთი ბურთის გაქვითვა ალიკ სარქისიანის გადაცემის შემდეგ, ალექსანდრე კუპრავიშვილმა შეძლო - 5:2.

მეორე ნახევრის სტარტზე „კომაროველებმა“ საკუთარი უპირატესობა კიდევ 2-ით გაზარდეს 7:2! შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 8:4!

ამ გამარჯვებით „კომაროვმა“ სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია დაიკავა! „ბაქსვუდის სკოლამ“ კი ცხრილში ბოლო, მე-8 ადგილი დაიკავა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად რევაზ ჯაფარიძე და დავით ჯობავა დასახელდნენ!

ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს „სულაქველიძის აკადემია“ და „SL ACADEMY 2” დაუპირისპირდნენ.

მატჩის დაწყებამდე გარკვეული იყო, რომ „სასკოლო აკადემიის“ ბიჭები რეგულარული სეზონის ჩემპიონები იყვნენ!

მატჩის მთავარი ინტრიგა ის იყო, თუ რომელ პოზიციაზე დაასრულებდა „თსსა“ ასპარეზობას. თამაში საკმაოდ „მხიარული“ და საინტერესო გამოდგა.

მე-12 წუთისთვის ანგარიშში უპირატესობა „თსსა“-ს ქონდა 2:0. პირველ ნახევარში ვიხილეთ ბესარიონ აბრამიშვილის დუბლი და შესვენებზე 3:2 ანგარიშით გავედით. მეორე ტაიმში მოვლენები კიდევ უფრო საინტერესოდ წარიმართა, „სულაქველიძის“ მოთამაშეებმა მიჯრით 3 გოლის გატანა მოახერხეს და ანგარიშში საკმაოდ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს - 6:2!

ამ ანგარიშის შემდეგ „სასკოლო აკადემია“-მ უფრო „მრისხანედ“ შეუტია, აქტიურობამ შედეგი გამოიღო, „ნომინალურმა სტუმრებმა“ ზედიზედ 4 გოლის გატანა და 39-ე წუთისთვის ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. თითქოს ყველაფერი იქით მიდიოდა რომ საბოლოო ანგარიში 6:6 უნდა დაფიქსირებულიყო, თუმცა მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე ბესარიონ აბრამიშვილმა კიდევ ერთხელ დააწინაურა საკუთარი გუნდი!

„თსსა“ სამი ქულის ჩასაწერად მზად იყო, რომ არა ტოლიკა კოდოლაშვილი, რომელმაც ბოლო წამებზე მოახერხა გატანა და გათანაბრება 7:7!

ასეთი დაძაბული შეხვედრით დავასრულეთ რეგულარული სეზონი. მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად კი ბესარიონ აბრამიშვილი (4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა) და დაჩი ცალუღელაშვილი ( 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა ) დასახელდნენ.

„თსსა“ მე-7 პოზიციას დასჯერდა. პლეი-ოფური წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდა

  • SL ACADEMY 2 - ბაქსვუდის სკოლა (8)
  • დუშეთი - სულაქველიძის აკადემია (7)
  • ლოგოსი - კომაროვი (6)
  • გრანდ ავლაბარი - ბეტისის აკადემია (5)

¼ ფინალური შეხვედრები 2 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება.



  © SBM, 2016-2025