ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალური წყვილი ცნობილია!

ყველა სიახლე
13 აპრილი 2025

ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალური წყვილი ცნობილია!

11 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის, ½ ფინალური ეტაპის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართა - „SL ACADEMY” VS „რუსთავი“ !

მატჩის საწყისი წუთები „აკადემიელთა“ უპირატესობით წარიმართა, რამაც შედეგი გამოიღო. „ნომინალურმა მასპინძლებმა“ მიჯრით 3 გოლის გატანა მოახერხეს (დავით წერეთელის დუბლი, ილია გოგოხია-ხატისკაცის გოლი) და მე-10 წუთისთვის მათი უპირატესობა 3 ბურთიანი იყო!

პირველ ნახევარში ნაჩვენები თამაშით „რუსთაველებმა“ მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხეს, ნიკოლოზ ტურიაშვილის გადაცემის შემდეგ, ალექსანდრე გოგოლაძემ 2-მდე შეამცირა სხვაობა! გუნდები შესვენებაზე 3:1 ანგარიშით გავიდნენ და პირველ ნახევარში ნაჩვენები ფუტსალი, უფრო მეტად დაძაბულ მეორე ტაიმს გვიწინასწარმეტყველებდა.

მეორე ნახევრი დამაჯერებლად უკვე „რუსთავმა“ დაიწყო, გუნდმა არასრულ 1 წუთში 2 გოლის გატანა და წონასწორობის აღდგენა მოახერხა (ნიკოლოზ ტურიაშვილი, ალექსანდრე ტურიაშვილი). მოვლენები კიდევ უფრო საინტერესოდ და ინტერვალურად განვითარდა, 28-ე წუთზე ნიკოლოზ თანდაშვილი ახერხებს გოლის გატანას და საკუთარ გუნდს კიდევ ერთხელ აწინაურებს შეხვედრაში!

გაშვებული გოლის შემდეგ „რუსთაველთა“ პერიოდი დადგა... 30-ე წუთისთვის „ნომინალური სტუმრები“ თამაშში პირველად დაწინაურდნენ - 4:5 (ლევან მჭედლიშვილი, თორნიკე შამათავა)! დროის გასვლასთან ერთად, შეხვედრაში ტემპი უფრო და უფრო იმატებდა, 34-ე წუთზე ვიხილეთ წითელი ბარათიც, რომელიც თენგიზ პატარაიას ეკუთვნის. ამასობაში „ტაბლოზე“ ბოლო წუთის ათვლა ახალი დაწყებული იყო, როცა ლაზარე ჯავაშვილმა 6-მეტრიანი გამოიმუშავა! 6-მეტრიანი დარტყმა კი გოლად ლევან გუგუციძემ აქცია და ანგარიში გაათანაბრა 5:5!

დარჩენილ დროში ვითარება აღარ შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი, 2 სამწუთიანი ტაიმი დაინიშა.

დამატებით დროში გუნდებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს, თუმცა საკუთარი მომენტის გამოყენება და გამარჯვების მომტანი გოლის გატანა ლევან გუგუციძემ შეძლო - 6:5!

ასე და ამგვარად, სანახაობრივ, დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვება „SL ACADEMY”-ს დარჩა!

MVP - ლევან გუგუციძე! (SL ACADEMY)

MVP - ნიკოლოზ ტურიაშვილი! (რუსთავი)

ფინალური სერიის წყვილი - „UG 2” VS „SL ACADEMY

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ „ევროპის უნივერსიტეტი“ და „რუსთავი“ წარსდგებიან!

ორივე შეხვედრა 3 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება, პირდაპირ ტრანსლაციის ხილვას კი SBM.GE-ზე შეძლებთ!



  © SBM, 2016-2025