„UG 2”-მა ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალის საგზური მოიპოვა!
ყველა სიახლე
5 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის, ½ ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა - „EU” VS „UG 2”.
პირველ დაპირისპირებაში გამარჯვება „იუჯის“ დარჩა, გუნდმა მეორე შეხვედრაშიც მოახერხა შედეგის მიღწევა და სერია 2 თამაშში დაასრულეს.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა ორივე გუნდის მხრიდან. ანგარიშის გახსნა მე-19 წუთზე, საბა დავითულიანმა მოახერხა და თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა რომ „ნომინალურ სტუმრებს“ პირველი ნახევარი უნდა მოეგოთ. თუმცა სირენამდე რამდენიმე წამით ადრე, გიორგი თარხნიშვილის თავური გადაცემის შემდეგ, საკუთარ კარში ბურთი გიორგი ილურიძემ ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა 1-1!
მეორე ტაიმში შაკო გუგუნავას გამოზომილი გადაცემის შემდგომ გოლის გატანას მირიან შარაშენიძე ახერხებს და წინ ისევ „იუჯი“ გადის. გაშვებული გოლის შემდეგ „EU” გააქტიურდა, შექმნეს რამდენიმე საკმაოდ სახიფათო მომენტიც, თუმცა ამ ყველაფრის გოლად ქცევა ვეღარ მოახერხეს.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 1:2!
ფინალურ ეტაპაზე „UG 2” „რუსთავსა“ და „SL ACADEMY”-ს შორის გამარჯვებულს დაელოდება. „ევროპის უნივერსიტეტი“ კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ბაკურ სანიკიძე და საბა დავითულიანი დასახელდნენ.
„SL ACADEMY” VS „რუსთავი“-ს მესამე გადამწყვეტი დაპირისპირება 11 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება!
შეხვედრა 20:30 - ზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას SBM.GE-ზე შეძლებთ: SL Academy vs Rustavi