ფინალისტის ვინაობას მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა გაარკვევს!
ყველა სიახლე
პირველი მატჩის წაგების შემდგომ, „სასკოლო აკადემია“ პარკეტზე მეტად მობილიზებული და მოწადინებული გამოვიდა. თავიდან შეხვედრას შედარებით დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა, მე-15 წუთამდე ანგარიშში ნულოვანი ფრე გვქონდა.
ანგარიში ლევან გუგუციძემ გახსნა, დააწინაურა საკუთარი გუნდი და სწორედ ამ ერთადერთი გატანილი გოლით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე! (0:1)
მეორე ნახევარში ანგარიში 25-ე წუთზე, ნიკოლოზ ტურიაშვილის გატანილი გოლით გათანაბრდა. ამის შემდგომ, მონაკვეთური უპირატესობა „აკადემიის ბიჭებს“ ჰქონდათ, რამაც შედეგი გამოიღო და 5 წუთიან ინტერვალში 2 ბურთის გატანა შეძლეს! (თენგიზ პატარაია) (დავით წერეთელი)
2 ბურთიანი ჰანდიკაპის მოპოვებიდან ერთ წუთზე სულ ცოტა მეტი იყო გასული, როცა დაჩი ცალუღელაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თამაშის დატოვება მოუწია.
რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლეს „რუსთაველებმა“. ნიკოლოზ ტურიაშვილის გადაცემის შემდეგ, საკმაოდ ლამაზი გოლი შემოგვთავაზა ალექსანდრე ტურიაშვილმა და სხვაობა 1-მდე შეამცირეს! შეხვედრაში კიდევ მეტად იმატა როგორც ტემპმა, ისე დაძაბულობამ. 39-ე წუთზე ბექა ჭელიძემ მოახერხა ამჯერად „რუსთავი“-ს კარის აღება და საკუთარ გუნდს ნახევარი ნაბიჯი გადაადგმევინა მესამე თამაშისკენ!
მატჩის ბოლო წუთზე ლევან მჭედლიშვილმა ზუსტად შეასრულა 6-მეტრიანი დარტყმა, ანგარიში 3:4 გახადა, თუმცა „ნომინალურ მასპინძლებს“ დრო აღარ ეყოთ გასათანაბრებლად. ს.ა. 3:4!
MVP-ნიკოლოზ ტურიაშვილი!
MVP-ნიკოლოზ თანდაშვილი!
ფინალისტის ვინაობას მესამე, გადამწყვეტ შეხვედრაში გავიგებთ!